„რუსეთი ჩვენი უახლოესი მეგობარია“ – „ჰამასი“ რუსი მძევლების გათავისუფლებას გეგმავს

October 29, 12:46
0
255

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მძევლად აყვანილი რუსების სია.

მისი თქმით, ჰამასი ამ ადამიანებს ეძებს და მზადაა მათ გაათავისუფლოს.

„რუსული მხარისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ამ სიას ძალიან ყურადღებით ვექცევით და დეტალურად შევისწავლით, რადგან რუსეთს ვუყურებთ როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

მარზუკის თქმით, სიაში სულ რვა პირია.

„რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვინც აიყვანეს და ახლა ღაზაში არიან, ჩვენ მათ ვექცევით ისე, როგორც სტუმრებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს, რთულია, მაგრამ ვეძებთ. და როგორც კი ვიპოვით გავათავისუფლებთ. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არსებული სირთულეებისა“, – აღნიშნა მარზუკმა.

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/181082

სერგეი ლავროვი – ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

https://split.spnews.io/ka/archives/181106  

https://split.spnews.io/ka/archives/181100  

“როგორც მურმან ლებანიძემ თქვა მასზე: ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე”- ნიკა წულუკიძის გზავნილი ლეგენდარულ მსახიობზე

“ალ ჯაზირას” ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი… და მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

Cesko