26 Views
რუსი პოლიტიკოსი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია და უცხოური გამომცემლობა, წყაროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუს პოლიტიკოსს კორონავირუსი და ფილტვების მძიმე – 50-75% -იანი დაზიანება აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ ჟირინოვსკის პარტიაში. მათი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ რვაჯერ აიცრა.