101 Views
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალური ქსელით ლეგენდარული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„თენგიზის ბოლო ინტერვიუ და ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი, დუმილი… და ძლივს წარმოთქმული ერთი ფრაზა ,,უნდა გააგრძელო, არ გაჩერდე”…
უფრო დიდი ზნეობრივი მაგალითი კაცობისა თითქმის არ მახსენდება, ზნეობრივი კოდექსის უმაღლესი თამასა და ინდიკატორი. დიდი კაცი წავიდა, სიტყვა
კ ა ც ი ს მნიშვნელობის განმსაზღვრელი.
როგორც მურმან ლებანიძემ თქვა მასზე ,,ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე” !!!“, – აღნიშნულია გზავნილში.
სხვა ახალი ამბები:
სერგეი ლავროვი – ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება