“დღეს გახსნილი რიკოთის მონაკვეთი ძველ გზას 8 კმ-ით, დროს კი 45-დან 20 წუთამდე ამცირებს: უღელტეხილის გავლა, 1 სთ.10 წთ-ის ნაცვლად, 35 წუთში იქნება შესაძლებელი” – ვიდეო

0
892
43 Views

დღეს, რამდენიმე საათში, ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გამავალი მაგისტრალური, 4 ზოლიანი გზის 27 კილომეტრი. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომელიც იმსახურებს აღნიშვნა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ხევი-შორაპნის 27 კმ-იანი მონაკვეთი რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთია, რაზეც ხელოვნური ნაგებობების-გვირაბებისა და ხიდების რაოდენობა მეტყველებს. ახალი მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთლიანი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ 27-კმ-იან მონაკვეთზე, კერძოდ უბისაში, არის საქართველოში ყველაზე გრძელი – 1362 მეტრის ხიდი. ამ ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში ქობულეთის შემოვლით გზაზე იყო, რომლის სიგრძე 1100 მეტრია. აღსანიშნავია ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძეც, რომელიც 1640 მეტრია.

,,რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. სწორედ ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის საგზაო მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ახალი მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლას, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში შეძლებთ“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გრძელდება ინტენსიური სამუშაოები რიკოთის დარჩენილ მონაკვეთებზე, პროექტი 2024 წელს დასრულდება.
საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალურ გზაზე აშენდება 51 გვირაბი, რომლის ჯამური სიგრძე 33.6 კმ იქნება და 97 ხიდი, რომლის ჯამური სიგრძე 21 კმ-ზე მეტია.

ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად რიკოთის უღელტეხილის გავლას, 1 საათისა და 10 წუთის ნაცვლად, 35 წუთში იქნება შესაძლებელი.

ვიდეო:

 

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/181069

 

https://split.spnews.io/ka/archives/180721

 

https://split.spnews.io/ka/archives/180834

 

სასწრაფოდ! ელისო კილაძე სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

 

აღსრულდა იერუსალიმის 70 წელს დაცემის წინასწარმეტყველება

 

The Guardian: ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების სასულიერო პირებმა სექსუალურად იძალადეს 200 000-ზე მეტ ბავშვზე

 

ვინ არის ახალგაზრდა ეკონომისტი, რომელმაც თათა გიორგობიანს ტელეგადაცემის დროს ხელი სთხოვა – ბო­ლოს ერთად იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ (ფოტოები)

 

“ღამის შოუს” ჩაწერიას თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს: “არ უნდა გამოტოვოთ, გული მიცემს აჩქარებულად” – როგორ ეხმაურება ამას ბაბი კირკიტაძე (ვიდეო)

 

მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა… ყველაფერი დავკარგე, სახლი გავყიდე…“ – მედეა ლორთქიფანიძე

Cesko