საკვანძო მუხლები:
3მეფეთა 9 : 7 ; იერემია 26 : 18 ; ეზეკიელი 7 : 21 ; დანიელი 9 : 26 ; მიქა 3 : 12 ; მათე 24 : 2 ; ლუკა 19 : 44 ;
2.12.22 აღსრულდა იერუსალიმის 70 წელს დაცემის წინასწარმეტყველება
3მფ.9:7.8 იერ.26,18 ეზეკ.7,21.22 დან.9,26.27 მიქ.3,12 მათ.24,1.[2] ლუკ.19,41-44
ბიბლიის მუხლები
3მეფეთა 9
7. მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
8. ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
იერემია 26
18. “ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა – ტყიან სიმაღლედ.
ეზეკიელი 7
21. უცხოთა ხელს გადავცემ მას გასაძარცვად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ – ნადავლად, ისინი შებილწავენ მას.
22. სახეს მივაბრუნებ მათგან, შებღალავენ ჩემს წმიდა ადგილს, მძარცველები შევლენ მასში და შებილწავენ მას.
დანიელი 9
26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
მიქა 3
12. ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი – ტყიან მაღლობად.
მათე 24
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2. ხოლო მან მიუგო მათ: “ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
ლუკა 19
41. ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.
42. ამბობდა: “დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
43. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ყოველი მხრიდან მიწაყრილს შემოგავლებენ და შეგავიწროვებენ.
44. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ შეიცანი შენი მონახულების ჟამი”.
__თემაზე წერდნენ__
***
იუდეველთა ომი – იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამბოხების მიზეზი გახდა რომის პროვინცია იუდეის ქალაქ კესარეის საქალაქო თვითმმართველობიდან იუდეველთა გამოძევება და იერუსალიმში რომაელი პროკურატორის ბოროტმოქმედებანი. აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონი; წარმატებით მოიგერიეს სირიის ნაცვლის შემოტევა. აჯანყება მოედო მთელ იუდეას. მასში მონაწილეობდნენ: ზელოტები, რომლებსაც ემხრობოდნენ ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები; სიკარიუსები – მონათა და გაღატაკებულ გლეხთა რიგებიდან გამოსულები, და ფარისეველნი – რიტუალური სიწმინდისა და წეს-ჩვეულებათა დამცველნი, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ რომთან შეთანხმებას. აჯანყებულებს განუდგა და რომის მხარეზე გადავიდა მხედართმთავარი იოსები (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი). ამბოხებულებმა გადააყენეს ფარისეველნი, გაათავისუფლეს მონები და იერუსალიმის ტაძარი ციხესიმაგრედ გადააქციეს. აჯანყებულთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარი ვესპასიანეს მეთაურობით წარმატებით იბრძოდა. ამასობაში ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადეს და ჯარის სარდლობა თავის ძეს ტიტუსს ჩააბარა. ალყაშემორტყმული იერუსალიმი 5 თვეს გმირულად იგერიებდა რომაელთა შეტევებს. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. 73 წელს დაეცა სიკარიუსთა უკანასკნელი საყრდენი ქალაქი მასადა. იუდეველთა ომი იყო ერთ-ერთი იმ სახალხო მოძრაობათგანი, რომელიც რომაულ პროვინციებში თან სდევდა იმპერიის საერთო სოციალურ კრიზისს.
__ ვიკიპედია __
————————-
ს. რობერტსის ნახატი “იერუსალიმის ალყა”
2.12.22 Падение Иерусалима 70 году – исполнение пророчества
3цар.9:7.8 Иер.26,18 Иез.7,21.22 Дан.9,26.27 Мих.3,12 Матф.24,1.[2] Лук.19,41-44
წყარო: biblia.ge
სხვა ახალი ამბები:
გიორგი ვაშაძის ახალი ბიზნესი – სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”
“ვანოს ბ@@@ი ცოლის დაქალები რომ მოიკითხოთ ვერა ?! ფუი…” – ელისო კილაძე
გაბოროტებული ლაშა ბუღაძე ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერების შვილებს შეეხო
ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა
ცნობილი პირები ბაიდენს ისრაელსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
“საშინელებაა,რასაც გორდონი წერს.რა გჭირს უკრაინა?” – რა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს ლალი მოროშკინა
რა უნდოდა ზურაბიშვილს ბაზელში? – დიდი თამაში და გარიგების ალბათობა – ბურჯანაძის კითხვები პრეზიდენტს
მძიმე ისტორიის დეტალები: ქართველი პროფესორი და გაუჩინარებული 33 ახალგაზრდა (VIDEO)