გიორგი ვაშაძის ახალი ბიზნესი – სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”

October 22, 13:22
0
778

გიორგი ვაშაძემ ახალი ბიზნესი წამოიწყო, კერძოდ, სტაჟირება “სტრატეგია აღმაშენებელში”, სადაც  სტუდენტებსა და სხვა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს 17–დან 30 წლის ასაკამდე, შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ პარლამენტის საქმიანობას, პარტიულ სტრუქტურებს, საკანონმდებლო პროცესს და შეისწავლონ პოლიტიკური იდეოლოგიები.

პროექტის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ შეხედულებებს, დაუსვან შეკითხვები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

მიზანი:

პროგრამის მიზანია, მონაწილისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობის მიცემა. აგრეთვე, საჯარო სივრცეში შემდგომი საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და გაზრდის მათი დასაქმების პერსპექტივას.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.

პროექტი შედგება ორი ნაწილისგან და ხორციელდება პარლამენტში.

თეორიული ნაწილი – ლექციები საკანონმდებლო ტექნიკაში, შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან და დისკუსიები უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

პრაქტიკული ნაწილი – შესაბამის საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა.

ინფორმაციაში არ არის მითითებული, სტაჟირების ღირებულების შესახებ, თუმცა, არც ის წერია, რომ უფასოა.

სხვა ახალი ამბები:

“ვანოს ბ@@@ი ცოლის დაქალები რომ მოიკითხოთ ვერა ?! ფუი…” – ელისო კილაძე

 

გაბოროტებული ლაშა ბუღაძე ამჯერად “ქართული ოცნების” ლიდერების შვილებს შეეხო

 

ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა

 

ცნობილი პირები ბაიდენს ისრაელსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

“საშინელებაა,რასაც გორდონი წერს.რა გჭირს უკრაინა?” – რა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს ლალი მოროშკინა

რა უნდოდა ზურაბიშვილს ბაზელში? – დიდი თამაში და გარიგების ალბათობა – ბურჯანაძის კითხვები პრეზიდენტს

სასწრაფოდ! ელისო კილაძე სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

🎥 “მშობლებო გამოფხიზლდით: რა “ჰელოუინი“, ხომ არ გაგიჟდით? პირდაპირ ეშმაკის დღესასწაულია… “ – მამა საბა ჭიკაიძის მიმართვა (ვიდეო)

 

“რა ელის მსოფლიოს ოქტომბრის ბოლოს”- ცნობილმა ინდოელმა წინასწარმეტყველმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა

 

მძიმე ისტორიის დეტალები: ქართველი პროფესორი და გაუჩინარებული 33 ახალგაზრდა (VIDEO)

ტყუპი ბავშვების ცხედრები გაიტაცეს სასაფლაოდან?! … თუ ბიჭები ცოცხლები არიან?!… – ნახეთ რას ყვება ბავშვების დედა

Cesko