“რეალურად, მის გარშემო, რეზიდენციაში დასაქმებულების “დედოფლად” (თუ დედოფალად) დარჩა, მხოლოდ!”- მაია ნიკოლეიშვილი

0
1313
19 Views

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“ყურადღებით ვუსმინე, გუშინ, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში. მაინტერესებდა, მისი დამწერის (ვინც დაუწერა) პირდაპირი და დაფარული მესიჯები.
როგორც იტყვიან: “აპრუწუწუნ!” -ვერც დამწერის და “პატრონის” ჩანაფიქრი დავინახე და ვერც რაიმე მწყობრი, ან საერთოდ, ნაფიქრი!!!
სალომეს სიტყვაში მთავარი ხაზი არ ჩანდა, არ იყო, არც სიღრმე ჰქონდა, იყო რაღაც უსისტემო ზიგზაგი:
სიტყვას ფონად მიჰყვებოდა მსუბუქი მუქარის, თავის შეცოდების, ოჯახური წარსულით სპეკულირების, ბავშვური სიჯიუტის და ინფანტილიზმის ნაზავი, ფერმკრთალი, პასტელურ ფერებში შესრულებული აბსტრაქციის სტილში.
-თავის მოსაწყლება გენდერული ნიშნით და კაცების დამუნათება (სპეკულაცია): “80 კაცი 1 ქალის წინააღმდეგ”! (რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი ქალია თუ კაცი, ის პრეზიდენტი უნდა იყოს! მე, პირადად, ქალობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ უპირატესობად მიმაჩნია, დედობის გამოცდილების უპირატესობით!)
-წინაპრების სახელით სპეკულირება: ნიკო ნიკოლაძის სახელის გამოყენება და იმის მტკიცებად მოხმობა, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი არ შეიძლება “ცუდი გოგო” იყოს, და რომ სალომეს “შეურაცხყოფა” პირდაპირ ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის დაკნინებაა! ეს “არგუმენტი” კი, სამწუხაროდ, პირიქით მუშაობს; დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ისე გაისარჯა, რომ საკუთარ მხარდამჭერებსაც კი მოაბეზრა და შეაძულა თავი! (ნათქვამია, დიდი ადამიანების და გენიოსების გენები შთამომავლებზე “ისვენებენო”!)
-“პატარა კაცები” რომ გიწოდეთ, გეწყინათო!!! თბილისში იტყოდნენ; “ტოროს დუმპ, რააა!!!” არც უნდა გაბრაზდე, თურმე, ბებიის ტოლა დედაკაცი ბაღის ბავშვივით რომ “გეშპილკავება” და შეურაცხყოფას გაყენებს!!!
-ჩრდილოეთიდან არის ჩემი გადაყენება დაგეგმილიო! “ჩრდილოურად” ვიტყვი: “Курам на смех!”, დაბალი რანგის, ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატი ძალიან დიდი წარმოდგენის ყოფილა საკუთარ თავზე! რეალურად, კი, სამწუხაროდ, მის გარშემო, რეზიდენციაში დასაქმებულების “დედოფლად” (თუ დედოფალად) დარჩა, მხოლოდ!
-რეალობის დეფორმირებული აღქმაც “ჩააკვეხა”: “უკრაინა იმარჯვებსო”! რის მომცემი იყო ეს მესიჯი, რა ბმაში იყო კონსტიტუციის დადგენილად დამრღვევი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურასთან?! (იქნებ საინაუგურაციო სიტყვაში აერია დამწერს?!)
-უსუსურების დემონსტრირება: მე დღეს ვერ ვასაბუთებ, მაგრამ, ოდესმე, როცა ყველაფერი შეიცვლება, თქვენს შვილებს რა პასუხს გასცემთ (ჩემს მიერ კონსტიტუციის დარღვევის გამოო?!!)!!! ამის მთქმელმა ჯერ იმაზე უნდა იფიქროს, რომ საკუთარ წინაპრებს, შვილებს და შთამომავლობას რა პასუხს გასცემს, “ჩაფლავებული” პრეზიდენტობის გამო, და მერე ისპეკულიროს ფორმულით: “მე რომ მოვკვდები, მერე მიხვდებიან ჩემს ფასს”!!! (პარალელურად “ლუზერის” თავის დამშვიდების ფორმულაცაა-“მე ვერ მოვესწრები, მაგრამ ისინი ინანებენ და მერე მიხვდებიან ჩემს ფასს!”)
-ხალხს ვუყვარვარო, ესეც გაბედა, შეჩვენებულმა, რამაც დიდი სესილიას ჩაცინება გამახსენა, სასიყვარულო წერილზე: “მე მაგიჟებენ შენი კბილები””-სად მაქვს მე კბილებიო!
სალომეას წინასაიმპიჩმენტი სიტყვის მშრალი ნაშთი: მე არაფერს ვნანობ, არ ან ვერ ვაცნობიერებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიე, ჩემთვის კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, თქვენ მე მჩაგრავთ, მერევით, მაგრამ ინანებთ, ათწლეულების შემდეგ…ჩრდილოეთიც მჩაგრავს, ვინაიდან მე “რკინის მადამობა” მინდოდა, მაგრამ არ მაცადესო…მათ შორის- უცხოპლანეტელებმაცო!!!
…-მერე?! რა თქვა სალომემ? ან სალომეს უკან მდგომმა “კუკლოვოდებმა”? ყველა ტექნოლოგია ჩაყარეს ერთ კალათაში, როგორც “ხილ-ბოსტნეული”!!!

. . . ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ, რა ჰქონდათ სათქმელი!!! . . .”

სხვა ახალი ამბები:

„ეს გრძნობები მაინც შენარჩუნდა”- სერგეი შამბა

Cesko