ლელა კაკულიას ვიდეომიმართვა: ,,ჟირინოვსკის სიკვდილს ვხედავ, საქართველოში მოდის ჭკვიანი ადამიანი, მას ჯერ არ იცნობთ”

February 13, 10:35
0
870

ლელა კაკულია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ვიდეომიმართვაში ამბობს:

-ჟიროვსკის სიკვდილი დავინახე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რაც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 10-20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი ჩემს წიგნებშია. საქართველო რომ გადარჩება, ეს ვიცი 100 პროცენტით. საქართველოში რა პოლიტიკაც უნდა გაატაროს რუსეთმა, გამორიცხულია, დააჩოქოს. საქართველო შევა ნატო-ში, შავ ზღვაში სამხედრო გემებს ვხედავ. საქართველო არის კავკასიის მარგალიტი და ვერ მოერევით! რუსეთი თავისი ხელით დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და რუსის ჯარი საკუთარი მიწის გადასარჩენად გაიქცევა. ჩვენი ქვეყანა ყველა უბედურებას გადაიტანს და ეს უბედურება არ იქნება ძალიან მძიმე. უფალს ვუყვართ. მალე ყველაფერი შეიცვლება. ნუ დაგავიწყდებათ გიორგი ბრწყინვალე, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას ჯერ არ იცნობთ.

Cesko