საზარელი მკვლელობა: ახალი წლის ღამეს ძმამ ტყუპისცალი მოკლა – რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

0
1639
114 Views

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 31 დეკემბრის ღამეს, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ტყუპისცალი ძმაა.

გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე ღამეს დააკავეს.

საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა) მიმდინარეობს.

Cesko