„ეს გრძნობები მაინც შენარჩუნდა”- სერგეი შამბა

0
743
45 Views

„აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენ და რუსეთს ისეთი ურთიერთობები გვაქვს, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს გრძნობები მაინც შენარჩუნდა. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროზეა ორიენტირებული და ამ სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ ვართ და გვინდა ვიყოთ ამ სამყაროს ნაწილი“, – განაცხადა შამბამ შეხვედრაზე „აფხაზეთის და რუსეთის კულტურულ-სოციალური სივრცე“, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

მისივე თქმით, რუსული ენის დახმარებით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეისწავლა.

რამდენიმე დღის წინ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა იქნებოდა ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი, როდესაც აფხაზეთი რჩება დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ რუსეთთან ერთობლივ საგარეო, თავდაცვით პოლიტიკას ახორციელებს და ეს ეხება საზღვრის ერთობლივ დაცვასაც. არძინბას ამ გამონათქვამებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

სხვა ახალი ამბები:

სიახლეები

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

 

არნახური ტრაგედია: ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კვლავ ნანგრევების ქვეშაა! (+2 ვიდეო)

 

„მივიღე გადაწყვეტილება” – ქართველმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ვენები გადაისერა! (+ფოტო) – დეტალები

 

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

 

 

 

Cesko