რუსეთს კიევის ასაღებად 72 საათი დასჭირდება?

0
499
46 Views

ამერიკული მედიასაშუალება Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ კონგრესში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა, 72 საათში დაეცეს, დაიღუპოს 15 000 უკრაინელი და 4 000 რუსი ჯარისკაცი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ამ ინფორმაციის კომენტრებისას თქვა, რომ მისი საქმეა არა იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება დღე-დღეზე, არამედ — მომზადება ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, რუსული ძალების უკრაინის დედაქალაქ კიევში შესვლის ჩათვლით.

სალივანის თქმით, რუსეთი შეიძლება, ნებისმიერ დღეს ან რამდენიმე კვირაში შეიჭრას უკრაინაში ან აირჩიოს დიპლომატიური გზა.

„მთავარი ის არის, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს და მზადაა ნებისმიერი შემთხვევისთვის, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გავაძლიერეთ და გავამხნევეთ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ფლანგზე, გავაერთიანეთ დასავლეთი, ჩვენ მივაწოდეთ მატერიალური მხარდაჭერა უკრაინას, ასევე, შევთავაზეთ რუსეთს დიპლომატიური გზა, თუ ისინი მას აირჩევენ. თუ ომი დაიწყება, ის უკრაინას უზარმაზარი ადამიანური ფასი დაუჯდება. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომზადებიდან და ჩვენი პასუხიდან გამომდინარე, ეს სტრატეგიულ ფასი დაუჯდება რუსეთსაც“, — განაცხადა სალივანმა Foxnews-სთან ინტერვიუში.

სალივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, შეერთებული შტატები არ აგზავნის სამხედრო ძალებს უკრაინაში, არამედ ნატოს წევრ სახელმწიფოებში, რომელთა დაცვის ვალდებულება აქვს.

„უკრაინელებისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის არა ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცები გავგზავნოთ საომრად უკრაინაში, არამედ გავუგზავნოთ თავდაცვითი დახმარება. გასული წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გავუწიეთ… რუსებს ბევრი ვარიანტი აქვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვარიანტები სწრაფი და მძიმე ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით; გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა ნატო-ს ტერიტორიაზე და ნატოს ქვეყნები და, რა თქმა უნდა, გლობალური დიპლომატიური იზოლაცია, რომელსაც რუსეთი წააწყდება, თუკი ის გადაწყვეტს გაგრძელებას…“ — განაცხადა სალივანმა.

სალივანმა უპასუხა კითხვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერების მიზანშეწონილობის შესახებ და თქვა, რომ გაზსადენი არის ბერკეტი დასავლეთის და არა რუსეთის ხელში, ვინაიდან გაზსადენში გაზი არ გადის და არც გაივლის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის გაზსადენი, რომლითაც გაზი რუსეთიდან გერმანიას უნდა მიეწოდოს უკრაინის გვერდის ავლით. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არ არის შესული.

 

“ნეტგაზეთი”

Cesko