თაკო ტაბატაძემ გია ბაღაშვილთან დაშორება დაადასტურა და მიზეზებზე და ახალ გატაცებაზე პირველად ისაუბრა – “უკვე მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ…” (ფოტოები)

0
1545
53 Views

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მათ შო­რის 19-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი­სა, ამას მე­დი­ას­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ადას­ტუ­რებ­დნენ. ახლა კი “ამბებთან” სა­უ­ბრისას თაკო ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სტრე­სის არი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ამა­ზე სა­ჯა­რო სა­უ­ბა­რი არ სურ­დათ.

„მინ­და გი­თხრათ, რომ მე და გია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ცოლ-ქმა­რი აღარ ვართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ცალკ-ცალ­კე გაგ­ვერ­ძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

ჩვენ გვყავს 4 სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა, რო­მელ­თაც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ვზრდით და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს. პა­ტა­რე­ბი ჩემ­თან არი­ან და ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მათი აღ­ზრდაა, მაგ­რამ გია მაქ­სი­მა­ლურ დროს ატა­რებს ბავ­შვებ­თან და მეც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­წყობ ხელს ამა­ში.

ჩვე­ნი გა­შო­რე­ბის ფაქ­ტის სა­ჯა­რო გა­მომ­ზე­უ­რე­ბა­ზე სწო­რედ იმ მი­ზე­ზით ვთქვით უარი, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ზედ­მე­ტი სტრე­სი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა.

ჩემ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდაა და ახლა ნა­ად­რე­ვია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი. გარ­და ამი­სა, წელს ვამ­თავ­რებ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტს. და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს ოთხი სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა და ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

ახლა კო­ვი­დი აქვთ ბავ­შვებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლა­ში და­ე­მარ­თათ. სამი დღის წინ, შუ­ა­ღა­მეს აუ­წია სი­ცხე ჩემს უფ­როს გო­გო­ნას და შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნებ­საც, იმა­ვე ღა­მეს. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ ახლა კარ­გად არი­ან. მეც გა­და­მე­დო და ახლა მე მაქვს მწვა­ვე სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი სი­ცხე, ხვე­ლა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, თუმ­ცა ვა­ხერ­ხებ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­ვუმკლავ­დე ამ ყვე­ლა­ფერს“ – განაცხადა თაკო ტა­ბა­ტა­ძემ.

წყარო ambebi.ge

Cesko