ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ენმ-ს შეთავაზებას. მათ სურთ, რომ იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, თავმჯდომარეებად საკუთარი წარმომადგენლები გაიყვანონ, ხოლო სხვა საკვანძო თანამდებობები „ბალანსის დაცვით” გადანაწილდეს „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის. ამის შესახებ „რეზონანსთან” პარტიის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
რამდენიმე მუნიციპალურ საკრებულოში თავმჯდორის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამის გამო მმართველ პარტიაში ლოკალურ კრიზისზე საუბრობენ და ტრაგედიად არ მიაჩნიათ, თუ ამ მინიციპალიტეტებში ახალი არჩევნები გახდება საჭირო. ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უკვე მეორე სხდომაა რაც საკრებულოს წარმომადგენლებს ვერ ირჩევენ. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო.„რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.მისივე თქმით, ზოგიერთ საკრებულოში გახარიას პარტია ენმ-სთან თანამშრომლობს.
„ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა სუბარმა.
ამ წუთებში ცნობილი ხდება გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება… მოსახლეობა შოკირებულია…
19 Views