“არაკაცურად არასოდეს მიცხოვრია!” – რას ამბობს ბუბა კიკაბიძე ქურდული სამყაროს წევრებთან ურთიერთობაზე

0
1399
33 Views

უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტი ზელენსკი. ბუბა კიკაბიძე ,,სარკესთან” ამბობს, რომ მას აქვს უნარი გადაწყვეტილებების უსწრაფესი მიღების.

-როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

– პრეზიდენტებთან ურთიერთობა ძალიან საპატიოა, მაგრამ ჩემი ინიციატივით არასდროს არც ერთთან დაწყებულა. ალბათ მათ მოსწონდათ ჩემი სიმღერები. წლების წინ კონცერტის დროს გავიცანი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწია. შემდეგ ჩემზე ფილმიც გადაიღო.

მე ვაკვირდებოდი მას წლების განმავლობაში, მაოცებდა მისი ნიჭიერება, ორგანიზებულობა, ლაკონურობა, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი. ერთ კონცერტზე, როცა ის საგრიმიოროში შემოვიდა ჩემ სანახავად, ვუთხარი, ვალოდია, დღეიდან ვიწყებ შენთან თქვენობით ლაპარაკს, რადგან დარწმუნებული ვარ, შენ ხარ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი-მეთქი. ჩემი წინასწარმეტყველება ახდა.

მას განსაკუთრებულად უყვარს საქართველო, ჩვენი მეგობრობა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საქმეებით ძალიანაა დაკავებული, მაინც პოულობს დროს და ზოგჯერ ტელეფონით მეხმიანება. მართალი გითხრათ, მეცოდება პოლიტიკისთვის, რადგან დიდ პოლიტიკას დიდი სირთულეები ახლავს.

-როცა თქვენზე რაიმე უარყოფითი იწერება, პოლიტიკური სიმპათიის გარდა მთავარი ბრალდება არის ქურდული სამყაროს წევრებთან ურთიერთობა. რას იტყვით ამაზე?

– ნაცნობები ფულის, თანამდებობისა და გავლენების გათვალისწინებით არ ამომირჩევია. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბჭოთა წყობილების დროს გავატარე. ქურდული სამყაროც ამ სისტემის ნაწილი იყო, მათ შორის ბევრი ამ გზაზე ზუსტად სისტემის უსამართლობის გამო დადგა, მაგრამ კაცობა და ღირსება შეინარჩუნა.

მათ ალბათ მოსწონდათ ჩემი გმირები კინოფილმებიდან, ჩემი სიმღერები, ის, რომ არაკაცურად არ მიცხოვრია და ზოგჯერ გვქონდა შეხვედრები სუფრის თანხლებით. მათ საქმეში არასოდეს ჩავრეულვარ, მათ არასდროს უკადრიათ ჩემთვის სიმღერის შეკვეთა, ჩვენ გამოვხატავდით ადამიანურ პატივისცემას და ჩვენი გზით მივდიოდით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko