“სახლში მე და ჩემი პატარა ვიყავით, კარზე კაკუნი გავიგე…- გაფრთხილდით ყველა! ეს პირადად მე შემემთხვა”

August 17, 10:59
0
823

ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში საგულისხმო პოსტს აქვეყნბს, რომელიც ალბათ ბევრს დააინტერესებს. ქალი წერს:
,,გამარჯობათ, მეგობრებო. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი რამ პირადად მე შემემთხვა დღეს! გაფრთხილდით ყველა! საღამოს სახლში მე და ჩემი პატარა ვიმყოფებოდით. ჭიშკრის კარზე კაკუნი გავიგე. გავედი, ვკითხე, რომელი ხარ-მეთქი და არ გამცა პასუხი. ჭუჭრუტანიდან რომ გავხედე, დედაოს ფორმაში შემოსილი ქალბატონი იყო და უპრობლემოდ გავაღე კარი. ვკითხე, გისმენთ, რა გნებავთ-მეთქი და ძალადობდა, სახლში შემოსვლას ცდილობდა. რა გნებავთ, ქალბატონო-მეთქი, რომ ვკითხე, სახლებს ვლოცავო. ვუთხარი, ნაკურთხი არის და არ მინდა-მეთქი და უკვე ისე იწევდა სახლში, შემეშინდა, დავიღრიალე, რომ ეგრძნო, სახლში მარტო არ ვიყავი და გაიქცა!
გაფრთხილდით, ხალხო, ყველა! ანონიმურად იმიტომ ვწერ, რომ ემიგრანტი ოჯახის წევრი მყავს და არ მინდა, ინერვიულოს”.

Cesko