უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

0
360
68 Views

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ცნობით, კანონპროექტების მიზანია დაეხმაროს LGBT-წევრებს, განსაზღვრონ საერთო უფლებები და ვალდებულებები, უძრავი ქონების საკითხი, მემკვიდრეობა, სოციალური დაცვა და პარტნიორის გაუჩინარების შემთხვევაში არსებული უფლებები.

სოვსუნმა კანონი უკრაინის რადას 2023 წლის მარტში წარუდგინა. დოკუმენტზე არასამთავრობო ორგანიზაციები 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მაშინ სამინისტროებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა მასში ქორწინებასთან იყო გაიგივებული. ახლა უწყებების პოზიცია შეცვლილია. იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის შენიშვნებსაც ამზადებს.

„ახლა ინიციატივა პარლამენტის ხელშია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს კანონპროექტს პირველი მოსმენით, რათა საშუალება მისცეს იუსტიციის სამინისტროს მეორე მოსმენაში თავისი შენიშვნების შეტანისთვის“, – განაცხადა სოვსუნმა.

სხვა სიახლეები:

არნახური ტრაგედია: ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კვლავ ნანგრევების ქვეშაა! (+2 ვიდეო)

 

11 წლის ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა! – სად და როგორ მოხდა შემთხვევა?

 

„მივიღე გადაწყვეტილება” – ქართველმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ვენები გადაისერა! (+ფოტო) – დეტალები

 

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

 

Cesko