29 Views
რუსთავში, გურამიშვილის ქუჩაზე მე-3 სართულიდან 11 წლის გოგო გადმოვარდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში, „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობა კრიტიკულად სტაბილურად ფასდება.
11 წლის გოგოს მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნება.
ინფო რუსთავი