პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 81 ბავშვი და 61 ქალია.
მათივე ცნობით, დაშავებულია 2 271 ადამიანი, მათ შორის 244 ბავშვი და 151 ქალი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.
სხვა სიახლეები:
“ფიზიოგნომიკაც არაა საჭირო,ისედაც ნათლად ჩანს ყველაფერი!…” – რა ფოტოს ავრცელებს ლალი მოროშკინა
(ვიდეო) მძღოლმა საკუთარი ავარია გადაიღო – ნახეთ თბილისში მომხდარი შემთხვევის ამსახველი კადრები
თქვენ იმდენი რამე იკადრეთ ამ ეთერში – დაპირისპირება დიანა ტრაპაიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის (ვიდეო)
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 053-მდეა – ამჯერად სად მოხდა საშინელი მიწისძვრა