ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე – სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

0
2544
45 Views

„ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი 64 წლის ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვა ცნო­ბი­ლია რო­გორც პრე­ტენ­ზი­უ­ლი და რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ქალი, რო­მელ­მაც იცის რო­გორ უპა­სუ­ხოს ყვე­ლას, ვი­საც მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა სურს – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ვარ­სკვლა­ვი არა­სო­დეს უჩი­ო­და მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. გუ­ზე­ე­ვამ სამ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა და­ქორ­წი­ნე­ბა და ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. გუ­ზე­ე­ვას ერთ-ერთი ქმა­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კრი­ტი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტიკახა თო­ლორ­და­ვა გახ­ლდათ. ამ მა­სა­ლა­ში მო­გიყ­ვე­ბით გუ­ზე­ე­ვას ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ზე.

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას სამი ქმა­რი

 

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას პირ­ვე­ლი ქმა­რი კინო ოპე­რა­ტო­რის ასის­ტენ­ტი ილია დრევ­ნო­ვი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი 1984 წელს ფილ­მის “მე­ტო­ქე­ე­ბის” გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა. წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა და ერთ ოჯა­ხად და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა. მო­მა­ვალ კი­ნო­ვარ­სკვლავს ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ იგი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც სა­მუ­და­მოდ ქორ­წი­ნე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და. ქორ­წი­ლი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ქა­ლის რჩე­უ­ლი ნარ­კო­მა­ნი იყო.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს
გუ­ზე­ე­ვა პირ­ველ ქმარ­თან

ოჯახ­ში ხში­რად ხდე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი, ქმა­რი საყ­ვა­რელ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და. ლა­რი­სა მიხ­ვდა, რომ რა­ღაც სას­წრა­ფოდ უნდა შე­ეც­ვა­ლა, სა­ნამ ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და. 7-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა და ამის შემ­დეგ მალე დრევ­ნო­ვი ჭარ­ბი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელო­და, რო­დე­საც ფილ­მის “რჩე­უ­ლის” გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მო­მა­ვა­ლი ქმა­რი კახა თო­ლორ­და­ვა გა­იც­ნო. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. თო­ლორ­და­ვა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მე­მონ­ტა­ჟის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამავდრო­უ­ლად ფილმში მღვდლის ეპი­ზო­დუ­რი როლი შე­ას­რუ­ლა. ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის ოჯახ­ში აღ­ზრდილ­მა მსა­ხი­ობ­მა ლა­რი­სა გა­ა­ო­ცა, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ენის ცოდ­ნით და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბით, ასე­ვე იმით, რომ კაცი თა­ვად წერ­და წიგ­ნებს.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს
კახა თო­ლორ­და­ვა ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს

ერთ წე­ლი­წად­ში ლა­რი­სას პირ­ვე­ლი შვი­ლი გი­ორ­გი თო­ლორ­და­ვა და­ი­ბა­და და მა­ნამ­დე წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. თუმ­ცა, კი­დევ ერთი ძლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შექ­მნის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: მცი­რე ხნის შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

ლა­რი­სას მე­სა­მე ქმა­რი, იგორ ბუ­ხა­რო­ვია. მათ ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და მრა­ვა­ლი რო­მა­ნის შემ­დეგ ქალი მოს­კოვ­ში დე­დას­თან და პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. რის შემ­დე­გაც სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ად­ვი­ლად და­უ­ახ­ლოვ­და ბუ­ხა­როვს.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს
გუ­ზე­ე­ვა მე­სა­მე ქმარ­თან

ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში კი ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბი თა­ვის მე­სა­მე ქმარს ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარ ადა­მი­ანს უწო­დებს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მად­ლი­ე­რია ბე­დის, რომ მას შე­ახ­ვედ­რა.

ლა­რი­სას და კა­ხას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ლა­რი­სა­სა და კა­ხას შო­რის უეც­რად გრძნო­ბებ­მა იფეთ­ქა. ვნე­ბი­ან სიყ­ვა­რულს ლა­რი­სას ორ­სუ­ლო­ბა მოჰ­ყვა. მათი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერ­და. ბავ­შვი 1992 წლის 19 აპ­რილს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და. წყვი­ლი მალე და­შორ­და ერ­თმა­ნეთს.

“ჩემი ქარ­თვე­ლი ქმა­რი უბ­რა­ლო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი კი არა, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი ცოდ­ნი­სა და ნი­ჭის 20 პრო­ცენ­ტი რომ მქო­ნო­და, ნა­ხე­ვარ მსოფ­ლი­ოს და­ვი­პყრობ­დი….“ – ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუ­ზე­ე­ვა.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

კახა თო­ლორ­და­ვა, ძი­რი­თა­დად მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ ფი­ლო­სო­ფო­სი ბა­ჩოს რო­ლით გა­მოჩ­ნდა.

ჟურ­ნალ “სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ლორ­და­ვა ჰყვე­ბო­და, რომ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ შვი­ლი თა­ვად გა­ზარ­და.

“შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შვი­ლი ჩემი გაზ­რდი­ლია. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვაკ­ნი­ნებ დე­დის როლს. სკო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მთელ ზა­ფხულს და ყვე­ლა არ­და­დე­გებს აქ ატა­რებ­და. ორი­ვემ ერ­თნა­ი­რად მი­ვი­ღეთ მის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არ ვარ ცუდი მამა.“

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

“ლე­ნინ­გრად­ში ვცხოვ­რობ­დით, რო­მე­ლიც მერე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გად გა­და­იქ­ცა. მა­შინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი დრო იყო. მას კი სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ფე­სია ჰქონ­და, ამი­ტო­მაც რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი და გი­ორ­გიც იქ და­ი­ბა­და. 8 წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად, რაც ცოტა დრო არ არის. მე ძი­რი­თა­დად შვი­ლის გაზ­რდით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და ბევრ სხვა რა­მე­საც ვა­კე­თებ­დი. შეკ­ვე­თებ­საც ვი­ღებ­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კუ­თხით, ძი­რი­თა­დად თარ­გმა­ნებს ვა­კე­თებ­დით. ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და კი­დევ უფრო რთუ­ლი რუ­სე­თის­თვის. მახ­სოვს, იქ 7 თვით, რო­გორ გაქ­რა დახ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი, სა­ნამ ამე­რი­კამ არ მის­ცა სეს­ხი, რა­მაც ცოტა წა­მო­ა­ყე­ნა ფეხ­ზე რუ­სე­თი. ჩვენ ცოტა უც­ნა­უ­რი ოჯა­ხი ვართ. მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც გვსტუმ­რობს, მისი მე­უღ­ლე ჩემი მე­გო­ბა­რია…“ – ამ­ბობს თო­ლორ­და­ვა.

სა­ერ­თო შვი­ლი გი­ორ­გი თო­ლორ­და­ვა

რუ­სუ­ლი მე­დია გი­ორ­გის აღ­ზრდა­ზე გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას წერს: “ლა­რი­სას და კა­ხას ოჯა­ხურ­მა ცხოვ­რე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა. ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბო­და და ის მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, თბი­ლის­ში. ლა­რი­სა­სა და პა­ტა­რა გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი დრო დად­გა: 90-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში მსა­ხი­ო­ბი ხში­რად რჩე­ბო­და ფუ­ლის გა­რე­შე. გი­ორ­გი 5 წლის იყო, რო­დე­საც გუ­ზე­ე­ვა შვილ­თან და დე­დას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, ქალს კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა სურ­და, ამი­ტომ ხში­რად ტო­ვებ­და ბიჭს ბე­ბი­ას­თან.

დე­და­ქა­ლაქ­ში ლა­რი­სამ რო­მა­ნი და­ი­წყო ახალ­გაზ­რდო­ბის მე­გო­ბარ­თან, რეს­ტავ­რა­ტორ იგორ ბუ­ხა­როვ­თან, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ და შე­ე­ძი­ნათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ოლგა. და თუ ლა­რი­სას და გი­ორ­გის შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, მა­მი­ნაც­ვალს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მო­ზარ­დთან.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი მოს­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. იმ დრო­ის­თვის მისი ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დას­თან გა­უმ­ჯო­ბეს­და. ლა­რი­სას თქმით, ის ნა­ნობ­და თა­ვის საქ­ცი­ელს და მო­ი­ნა­ნია, თუ რო­გორ ეპყრო­ბო­და შვილს ბავ­შვო­ბა­ში.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას ვაჟ­მა ითა­მა­შა მას­თან ერ­თად ორ­ნა­წი­ლი­ან მე­ლოდ­რა­მა­ში “მემ­კვიდ­რე”, სა­დაც მან მი­ი­ღო ბიჭი ვო­ვას ეპი­ზო­დუ­რი როლი. მაგ­რამ მო­ზარ­დი არ ოც­ნე­ბობ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და არც დე­დას სურ­და, ბავ­შვის ნახ­ვა კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ წლებ­შიც გი­ორ­გი ანა ფე­დო­რი­ნას შეხ­ვდა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 წელი იცხოვ­რეს, შემ­დეგ კი 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში – მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ი­მარ­თა”.

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

წყარო: AMBEBI.GE

სხვა ახალი ამბები:

(ვიდეო) მძღოლმა საკუთარი ავარია გადაიღო – ნახეთ თბილისში მომხდარი შემთხვევის ამსახველი კადრები

„არ მაინტერესებს ფეხმძიმედ ხარ თუ არა, ახლავე მოგკლავ!“ – როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი: ბელა როგავა მოულოდნელად საქართველოში ჩამოვიდა და სასამართლოზე ჩვენება მისცა

თქვენ იმდენი რამე იკადრეთ ამ ეთერში – დაპირისპირება დიანა ტრაპაიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის (ვიდეო)

იტალიაში, ავარიას ქართველი ემსხვერპლა – ცნობილია მისი ვინაობა (ფოტო)

(ვიდეო) ასე გაჩნდა ქორწილში ხანძარი, რომელმაც 100 ბედნიერი ადამიანი შეიწირა – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ქორწილში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 100 სტუმარი შეეწირა – სად დატრიალდა ენით აუწერელი საშინელი ტრაგედია (ვიდეო)

 

“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა… ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა” – რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

 

(ვიდეო) წარმოუდგენელი კადრები: ახლობლები ციხიდან გამოსულს ცეცხლსასროლი იარაღით მიესალმნენ და შემთხვევით მოკლეს

Cesko