,, დედა გარდაეცვალა… მე თქვენ გაჩვენებთ, ვისი ცოდვა გადევთ ზურგზე! გაჩვენებთ, როგორია ადამიანების სიმწარეზე ნაშოვნი ფული!..” – ვის მიმართავს დომენიკ მანგო

January 24, 23:54
0
1428
,,გარდაიცვალა დედა. დედა აღარ მყავს” _ დაწერა აქტივისტმა დომენიკ მანგომ. რამდენიმე დღის წინ ის წერდა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო: ,,მდგომარეობა მძიმეა. 18-ქულიანი ფილტვის დაზიანება (კორონა არ დაუდგინდა), პლუს ინფარქტი. უმძიმესი მდგომარეობაა”.
დომენიკს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს და გამძლეობას უსურვებს.
,,მანგოს სხვისი გასაჭირი როგორ მიჰქონდა გულთან და წარმომიდგენია, ახლა რა მდგომარეობაშია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”, ,,ვიზიარებ,  მანგო, მძიმე დღეები გაქვს. ჭკვიანი და გულიანი ბიჭი ხარ, აწი რასაც კარგს გააკეთებ ვიცი, რომ ყველას დედის ხსოვნას მიუძღვნი. სულის სიძლიერეს გისურვებ”, – წერენ სოციალურ ქსელში.
დომენიკი თავად კოვიდით არის ინფიცირებული. დედის გარდაცვალებამდე მან ვიდეო ჩაწერა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა:
-მივმართავ ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეებს. როგორც კი გადამივლის კორონავირუსი, ამას აუცილებლად გავაკეთებ და მე თქვენ გაჩვენებთ, როგორია ადამიანების სიმწარეზე ნაშოვნი ფული!
ადამიანების სიმწრით ნაშოვნი კაპიკებით მდიდრდებით და ამდიდრებთ საკუთარი ოჯახის წევრებს, აზულუქებთ საკუთარ შვილებს!
უპოვარი მოხუცები აკანკალებული ხელებით კაპიკებს რომ იხდიან, ასეთი  ადამიანებით შოულობთ მილარდებს და მე თქვენ გაჩვენებთ, ეს ადამიანები ვინ არიან.
მოგმართავთ პარლამენტარებს და ბიზნესმენებს, რომ ამათი ცოდვა გაგყვებათ მთელი ცხოვრება. ცივსისხლიანი ადამიანები ხართ, რადგან მილიონობით ადამიანის სიმწარეზე მილიარდებს შოულობთ! მე თქვენ გაჩვენებთ, ვისი ცოდვა გადევთ ზურგზე, თქვენ კი ეს ცოდვა არ გაგახარებთ!
Cesko