“ბელარუსში რუსი ჯარების განლაგება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თავად ბელარუსს, საფრთხეს უქმნის” – ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები

January 24, 19:59
0
592

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბელარუსში რუსი ჯარების განლაგება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თავად ბელარუსს, საფრთხეს უქმნის.

მათი თქმით, ეს შესაძლოა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაციის გეგმის ნაწილი იყოს.

„ბელარუსში რუსული ჯარების განლაგება საფრთხეს უქმნის ლიეტუვას, პოლონეთს, უკრაინას. ასევე, შეიძლება იყოს ბელარუსის ოკუპაციის საბოლოო გეგმის ნაწილი. რუსეთის სამხედროების იქ ყოფნა, ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმის მოთხოვნით, ბელარუსის ოკუპაციად უნდა განიხილებოდეს. ეს აბსოლუტურად ცხადი უნდა იყოს რუსეთთან აშშ-სა და ევროკავშირის მიმდინარე დიალოგში.

ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტილება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებაზე, არ უნდა მოხდეს ბელარუსის დამოუკიდებელი და დემოკრატიული მომავლის ხარჯზე.“- ნათქვამია წერილში.

წერილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას თწიტტერ-ზე ვრცელდება და მას ხელს აწერენ:

სამუელ კოგოლატი
მიჰაილ ლოტმანი
ანნა ფოტიგა
ნორბერტ რეტგენი
ჩარლს ფლანაგანი
ინესა ვოიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი
რობერ ტიშკევიჩი
ალბერტო კასერო ავილა
ოლეკსი გონჩერენკო
მარიო დიას-ბალარტი

Cesko