კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – ლექსო ლაშქარავას დედა

0
690
40 Views

​UNESCO-ს მოკლული ჟურნალისტების სიას, რომელსაც  ლექსო ლაშქარავა დაემატა, ლაშქარავას დედა ეხმაურება და ამბობს, რომ მან ისედაც კარგად იცოდა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

“ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხო არ ვიყავი”,- თქვა თინათინ კახიძემ.

ცნობისთვის, ​UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიას ლექსო ლაშქარავა დაამატა. მათ მიერ გავრცელებულ მონაცემების თანახმად, ლაშქარავა 5 ივლისს მოკლეს.

Cesko