ნატო-ს აქტივობას რუსეთის საზღვართან ჩვენი სამხედროები უყურადღებოდ ვერ დატოვებენ – დიმიტრი პესკოვი

January 24, 19:56
0
779

კრემლი აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს კონტინგენტის გაფართოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერის, დიმირი პესკოვის განცხადებით, ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვართან სამხედროებმა ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვონ.

“ჩვენ თქვენთან ერთად თვალს ვადევნებთ განცხადებას, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გამოაქვეყნა კონტინგენტის გაფართოებასა და აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ძალების და საშუალებების მობილიზების შესახებ. ამ ყველაფერს იქამდე მივყავართ, რომ დაძაბულობა იზრდება. ეს არ ხდება იმის გამო, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ – რუსეთი. ეს ხდება იმის გამო, თუ რას აკეთებენ ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები და რა ინფორმაციას ავრცელებენ ისინი. მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ დაძაბულობის ესკალაციას იწვევს მათი კონკრეტული ქმედებები. მსგავს ქმედებებს და ნატო-ს მომატებულ აქტივობას ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, იგნორირებას ვერ გაუწევენ ჩვენი მებრძოლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს”, – ამბობს პესკოვი.

ცნობისთვის, ნატო-მ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში თავიანთ კონტინგენტს ზრდიან და ალიანსის აღმოსავლეთ ფლაგმანზე სამხედრო ტექნიკას თუ ცოცხალ ძალებს აგზავნიან.

Cesko