“ტოკაევმა მართლაც ითხოვა „ოდკბ“-ს, ანუ რუსეთის დახმარება – დაღუპვის პირას მყოფ ყაზახეთის ხელისუფლებას კრემლი გადაარჩენს?…”

0
1167
25 Views

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რაც 9 საათის წინ დავწერე, იმ სცენარით მიდის – დაღუპვის პირას მყოფ ყაზახეთის ხელისუფლებას კრემლი გადაარჩენს?

ტოკაევმა მართლაც ითხოვა „ოდკბ“-ს, ანუ რუსეთის დახმარება.

ნაზარბაევის გადაყენება უშიშროების საბჭოს მდივნობიდან, კრემლის დახმარებით კლანის შიდა რევოლუციას ხომ არ ჰგავს?!

ამიტომ არ დავიჯერე თავიდანვე, რომ გაზის ფასის გამო დაირაზმა ასე ორგანიზებულად მთელი ყაზახეთი.

გაზზე ფასების 4-5-ჯერ გაძვირება ევროპულ ბაზარზე, შედეგად სხვა ქვეყნებშიც, რუსეთის პროვოცირებულია. ვინ დაამტკიცებს, რომ ყაზახეთში ეს პროცესებიც ხელოვნურად არ წამოიწყო თავად კრემლმა?

თუ ასე წარიმართა და ბელარუსივით „ჩაიხუტა“ ყაზახეთი, შემცირდება ჩინეთის გავლენებიც, კასპიის ზღვაზე ამერიკის გააქტიურებაც და კრემლი უამრავ სხვა დივიდენდს მიიღებს.

ჰოდა, თუ ასეა, აქ რა გაუხარდათ?! თუმცა, რაც კრემლს უხარია, ის უხარია ამათაც.

ვნახავთ ხვალ, ყაზახი ხალხი „კომუნიზმში“ აღმოჩნდება, თუ „დათვის“ ხახაში“, – წერს ამირან სალუქვაძე.

Cesko