„არ მაინტერესებს ფეხმძიმედ ხარ თუ არა, ახლავე მოგკლავ!“ – როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი: ბელა როგავა მოულოდნელად საქართველოში ჩამოვიდა და სასამართლოზე ჩვენება მისცა

0
1558
43 Views

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა. დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის პროცესი „ქრონიკამ” ექსკლუზიურად გადაიღო.

დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მბრალდებულისთვის უცნობი იყო, რომ ბელა როგავა გამოცხადდებოდა ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოში. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ მისმა ადვოკატმა და მეგის ქარდავამ მოსამართლეთა პალატის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნულ შემთხვევაში საქმე ხელახლა უნდა განხილულიყო და დაზარალებული, ოქროს მოწმე, ბელა როგავა სასამართლო პროცესზე ვერ გამოიკითხებოდა. ქუთაისი მოსამართლეთა პალატამ მეგის ქარდავას შუამდგომლობა დაუსაბუთებლად ცნო. აღნიშნულის შემდეგ როგავა პროცესზე შევიდა და სკანდალური ჩვენება მისცა.

ბელა როგავამ პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როცა ის ორსულად იყო და მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა.

„მკითხა, თუ რატომ არ ვაწერდი ხელს ბრალდებაზე. ვუთხარი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია, დაკავებული ვიყავი მანქანის გატაცებასა და მძღოლის მძევლად აყვანაზე, ახლა არ დავაკონკრეტებ, ნაწილობრივ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამ საკითხთან მიმართებაში და სასჯელიც მოხდილი მაქვს.

მას ვუთხარი, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც ვიცოდი, მასზე შემეძლო მესაუბრა, რაზეც მან პასუხად გამარტყა, სილა გამაწნა სახეში. გავიდა ოთახიდან და დაახლოებით, 10 წუთში შემოვიდა არაადეკვატური სახით. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, წინ დამიჯდა და დამიწყო გინება, შეურაცხყოფები და ისევ დამარტყა. ვუთხარი, რომ არ დაერტყა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. მას ეს არ აინტერესებდა და მისი პასუხი იყო: „არ მაინტერესებს ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მოგკლავ. ახლა უნდა თქვა ყველაფერი სიმართლე და ამაზეც ხელს მოაწერ”, რაზეც რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგობა გავუწიე. რაც არ ვიცოდი, იმის იქეთ ვერაფერს ვეტყოდი. ის მეუბნებოდა, რომ თანამზრახველები დამესახელებინა”, – განაცხადა როგავამ.

მისი თქმით, მას იარაღის მუქარით გააღებინეს პირი, რა დროსაც მას კბილი ჩაუმტვრიეს და გაურკვეველი სითხე დაალევინეს. როგორც მოწმემ პროცესზე განაცხადა, ეს ნარკოტიკი, ოპიუმი იყო. გონზე მოსვლის შემდეგ კიდევ ურტყამდნენ და იგი აღნიშნული დაკითხვის დროს პერიოდულად გონს კარგავდა.

„შემოიტანეს ერთჯერადი ჭიქით უფერული სითხე. ძალიან ცოტა. მივხვდი, რომ ეს არ იყო წყალი. გავუწიე წინააღმდეგობა, რა დროსაც მომქაჩა თმაზე ექონიამ. მან იარაღი აიღო, რადგანაც პირი არ გავაღე და ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩაიმტვრა კბილი და ეს სითხე კბილთან ერთად გადავყლაპე”, – განაცხადა ოქროს მოწმემ.

სხვა ახალი ამბები:

თქვენ იმდენი რამე იკადრეთ ამ ეთერში – დაპირისპირება დიანა ტრაპაიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის (ვიდეო)

იტალიაში, ავარიას ქართველი ემსხვერპლა – ცნობილია მისი ვინაობა (ფოტო)

(ვიდეო) ასე გაჩნდა ქორწილში ხანძარი, რომელმაც 100 ბედნიერი ადამიანი შეიწირა – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ქორწილში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 100 სტუმარი შეეწირა – სად დატრიალდა ენით აუწერელი საშინელი ტრაგედია (ვიდეო)

 

“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა… ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა” – რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

 

(ვიდეო) წარმოუდგენელი კადრები: ახლობლები ციხიდან გამოსულს ცეცხლსასროლი იარაღით მიესალმნენ და შემთხვევით მოკლეს

 

Cesko