42 Views
პაკისტანში დააკავეს ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება და ექიმი ხელმძღვანელობდა. როგორც BBC წერს, მათ ადამიანებს თირკმელები არალეგალურად ამოაჭრეს, რათა მდიდარი კლიენტებისთვის გადაენერგათ.
ამასთან, მთავრობის განცხადებით, ზოგიერთ დაზარალებულს ოპერაციაზე თანხმობა არ მიუცია. როგორც პრესკონფერენციაზე პანჯაბის პროვინციის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ექიმი ოპერაციას სახლში ატარებდა, ხშირად კი ეს დონორი პაციენტების თანხმობის გარეშე ხდებოდა.
როგორც ცნობილი გახდა, დამნაშავეებმა მინიმუმ 328 ოპერაცია ჩაატარეს და სულ მცირე 3 დონორი დაიღუპა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თირკმელს 10 მილიონ რუპიად (120 000 დოლარი) ჰყიდდნენ უცხოელ პაციენტებზე, ხოლო პაკისტანელებზე 3 მილიონ რუპიად.