მომღერალი ანი ნოზაძე გარდაიცვალაების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელს მოედო. ანი The Voice-ის 2022-ის კონკურსანტი იყო. იგი სწორედ “ვოისში” ე.წ. რინგის ტურის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა. ის იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოხვდა საავადმყოფოში. შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.
ანი საქართველოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. შემდეგ კი საზღვარგარეთ, ვენაში აგრძელებდა მკურნალობას.
მომღერალი საზღვარგარეთ გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. როგორც „ფორტუნას“ ანი ნოზაძის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილს საქართველოში სავარაუდოდ ერთ კვირაში გადმოასვენებენ.
,,დამტოვა… ჩემი გული თან წაიღე, ჩემო ანგელოზო, რა ვქნათ ახლა ჩვენ უშენოდ? მიყვარხარ. ჩემი ვარსკვლავი”.
,,არ ვიცი რა ვთქვა… ჩემო ანგელოზო, ძალიან მიყვარხარ და მომენატრები ჩემო ვარსკვლავო”. – წერენ სოციალურ ქსელში.
21 წლის მომღერალს ტვინის იშემიური ინსულტი ჰქონდა, რის გამოც, თვეების განმავლობაში, საავადმყოფოში იყო.