ქეთი წიკლაური: ,,სანამ მამა ცოცხალი იყო, არავინ დაინტერესდა, რითი ვარსებობდით”

0
895
39 Views

,,სარკე”, ია ქუთათელაძე

ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც უამრავი ადამიანის საყვარელი მომღერალი, ლეგენდარული ,,ივერიელი”, თემურ წიკლაური, კოვიდით გარდაიცვალა. ოჯახმა დაკარგა ძვირფასი მეუღლე, მამა და პაპა. მომღერლის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური ,,სარკესთან” ამბობს, რომ დრო ასეთ მძიმე იარას ვერ აშუშებს, მხოლოდ პირს უკრავს, ტკივილი კი მუდმივად რჩება.

– მამათქვენი დიდი მომღერალი იყო და მას ეკუთვნოდა დაკრძალვა პანთეონში. რატომ გადაწყვიტეთ კოჯორი?

-ჩემი ძმა კოჯრის სასაფლაოზეა დაკრძალული. მამა ყოველთვის ამბობდა, მე აქ უნდა მოვიდე, ჩემს შვილთანო. მისი ეს სურვილი მთელმა სამეგობრომ იცოდა და ქალაქის მესვეურებსაც ეცოდინებოდათ, რადგან მათი მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. იმედი მაქვს, მამის სულმა სიმშვიდე მოიპოვა და სამუდამოდ დაევანა შვილის განსასვენებლის გვერდით.

– ოჯახის მართვის პასუხისმგებლობა თქვენ დაგაწვათ. როგორ უმკლავდებით?

– ადამიანი ყველაფერს ეგუება,ძალასაც პოულობს სირთულეებთან გასამკლავებლად. ყველაზე მტკივნეულია ოჯახის წევრის გარდაცვალება. ტკივილს დრო არ აშუშებს, მაგრამ ცხოვრება უნდა გააგრძელო. ჩემი მთავარი საზრუნავია, ყველა საქმე,რაც მამის ხსოვნას ეხება, სწორად გავაკეთო. ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ლამაზ ჩარჩოში ჩავსვა და ისე შევთავაზო საზოგადოებას.

ჩვენს ოჯახსაც აქვს ფინანსური პრობლემები, რომლებიც პანდემიამ უფრო გაამძაფრა. როცა კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი მოკრძალებული ხასიათის გამო ვერ ვკითხე, რას გვიპირებენ მომღერლებს, მუსიკოსებს, ვინც ბიუჯეტის ხელფასებით არ ვიკვებებით. კულტურას ადამიანები ქმნიან,მათზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. სანამ მამა ცოცხალი იყო, არავინ დაინტერესდა, რითი ვარსებობდით, არც პანდემიამდე გვქონდა სანატრელი ცხოვრება.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko