დავით ქართველიშვილი: რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში – იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან

0
605
45 Views

სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტურის მხილებას ეხება.

„ვაგრძელებთ განგაშის ზარებს: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა.

ამ 57-დან, 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 – საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან.

რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი, თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში, იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან“, – წერს დავით ქართველიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

სხვა სიახლეები:

დავით ქართველიშვილი უკრაინელ მოციგურავეებზე: ეს კიდევ ერთი მაგალითია „ქართულ-უკრაინული“ უცნაური მეგობრობის. არ გამიკვირდება, რომ ამ ჟესტის პირდაპირი ინიციატორი არახამია ან პოდოლიაკი ყოფილიყო

“წრე შეიკრა: თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ, მერე გვიან იქნება” – ირმა ინაშვილის საგანგებო განცხადება

დღეს, პარლამენტის უკან აქციას: “არა რუსეთის აგენტებს”  “ელენე, იგივე ლЯკა ხოშტარია” ხელმძღვანელობს – სტუდია “ობიექტივის” ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

 

სომხეთის პოლიციის კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობის შედეგად გამოვლინდა მოქმედი 270-მდე უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტი – დავით ქართველიშვილი

Cesko