“წრე შეიკრა: თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ, მერე გვიან იქნება” – ირმა ინაშვილის საგანგებო განცხადება

September 25, 07:10
0
6252

ადამიანის განადგურების ყველაზე პოპულარული ხრიკი დღეს ჯაშუშის დამღაა. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოწინააღმდეგეს რუსეთის ჯაშუშად აცხადებენ და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ხდება.”- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

“უკრაინაში ომია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირების საგანგებო მექანიზმი აამუშავა. ერთი მხრივ, ეს, ალბათ, საჭიროა, მაგრამ ჩვენ უარყოფითი მხარეც დავინახეთ: ზელენსკის კორუმპირებულმა ხელისუფლებამ არაერთი უდანაშაულო ადამიანის დასანქცირებაც მოითხოვა.

ეს როგორ ხდება? მარტივად: სააკაშვილები “დამაჯერებელ” ტყუილს იგონებენ და ამ ტყუილს უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს აწვდიან. თან, მსუყე ქრთამსაც მიართმევენ. უკრაინა ამ ტყუილებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აწვდის, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ცნობების გადასამოწმებლად სააკაშვილების თანამებრძოლებს უკავშირდება და ესენი კი, როგორ ფიქრობთ, რას ეტყვიან? ამგვარად, წრე შეიკრა და ცილისწამების გამო, ნებისმიერი ჩვენგანი სანქცირების ობიექტიც შეიძლება გახდეს!

ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკას სააკაშვილების გარდა, საქართველოში არავის დანახვა არ სურს. არადა, ბევრნი ვართ, ვისი დანახვაც შესაძლებელია.

ყველამ იცის, რომ მე საქმიანი ურთიერთობა ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია. ამ სტატუსსაც არა ფარცხალაძეზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზე ვწერ. დააკვირდით: ფარცხალაძეს საჯაროდ ჯაშუშად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთადერთ „მტკიცებულებად“ ვინმე ალექსანდრესთან ნაცნობობა მოჰყავთ, რომელიც ФСБ-ს თანამშრომელი ყოფილა. Ჩვენი პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ ჟურნალისტები არ ცხრებიან.

მე გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. 2020 წლის არჩევნებისას ინტერნეტში რაღაც სქემა დახაზეს და მე, დავით თარხან-მოურავი და მთელი ჩვენი გუნდი ჯერ 8 მილიონის აღებაში დაგვადანაშაულეს, მერე არჩევნებიდან ჩვენს მოხსნას ითხოვდნენ და ჯაშუშებადაც გვაცხადებდნენ. Ბოლოს გაირკვა, რომ არც 8 მილიონი და არც 1 დოლარი ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ ბოდიში არავის მოუხდია.

ნიშანდობლივია, რომ აგენტობასა და სამშობლოს ღალატში რუსეთის სპეცსამსახურების სტაჟიანი აგენტები და ქვეყნის მიწების ჩამბარებლები გვაცხადებდნენ.

საოცარ დროში ვცხოვრობთ, მართლაც… ამ ხალხმა კოდორიც, ახალგორიც და გარეჯიც გაყიდა. თან, ურცხვად გვიმტკიცებენ: გარეჯი ჩვენი არც არასდროს ყოფილაო! და ესენი წლების მანძილზე ჩვენ გვეძახიან მოღალატეებს.

2008 წელს, იგივე ხალხმა თითქმის 4 მილიარდი ღირებულების შეიარაღება უბრძოლველად გადააბარა რუსეთს და ჩვენ გვეუბნებიან: ГРУ-ს ანუ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშები ხართო.

ამ ხალხმა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიყიდა და ჩვენ გვეუბნებიან: ФСБ-ს ანუ რუსეთის უშიშროების ჯაშუშები ხართო.

კარგი იქნება, თუ „ობიექტივის“ საგამოძიებო ფილმებს იხილავთ, სადაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, როგორც ელენე ხოშტარიას მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან, ისე მიხეილ სააკაშვილის ორმაგი აგენტობა.

ამას მე- ირმა ინაშვილი კი არა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, არმიის გენერალი ნიკოლაი მალომუჟი ადასტურებს: (იხილეთ ვიდეო)
საოცარ დროში ვცხოვრობთ, დღეს ის კი არაა მთავარი – ჯაშუში და გამყიდველია კაცი თუ არა, მთავარია, დამაჯერებლად ტყუოდეს ტელეეკრანიდან და ზუსტად იცოდეს, ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს.

არც მე – ირმა ინაშვილი, არც დავით თარხან-მოურავი და არც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს ფლობდა და არც დღეს ფლობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, არც სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტერაქტი დაგვიგეგმავს ოდესმე, შესაბამისად, ჯაშუშები ვერანაირად ვერ ვიქნებით, მაგრამ მტკიცებულება არც არავის სჭირდება.

სააკაშვილებიც და ნულპროცენტიანი სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე და ძმანი მათნი, რომლებიც დაუმსახურებლად შეათრიეს პარლამენტში, ახლა უკვე დეპუტატის სტატუსით დაფრინავენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, დამაჯერებლადაც ტყუიან, მათი დამფინანსებლები კი, ფულსაც მსუყედ უხდიან ზელენსკის კორუმპირებულ გარემოცვას და შედეგად, მათთვის მიუღებელი მეტოქეები სანქცირებულთა სიაში ხვდებიან. ასეთი სია უკვე რამდენიმეა.

სანქციების დაწესება არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დამნაშავეა, სანქციებს გიწესებენ, რომ დაგაბრკოლონ და მოქმედების საშუალება შეგიზღუდონ. ფრანგს რომ ვაშინგტონმა, ბრიუსელმა ან კიევმა სანქციები დაუწესოს, საფრანგეთი ამ სანქციებს არ და ვერ აამოქმედებს, სანამ გამოძიება შესაბამის დასკვნას არ დადებს.

მეტიც, ვაშინგტონმა პარიზს სისხლის სამართლის დამნაშავის ექსტრადირებაც რომ მოთხოვოს, თუ დამნაშავე საფრანგეთის მოქალაქეა, პარიზი ჯერ თავად გამოიძიებს საქმეს და თუ დანაშაული დადგინდება, სასჯელს დამნაშავე საფრანგეთში მოიხდის და არა ამერიკაში. ანალოგიურად უნდა ხდებოდეს საქართველოშიც.

ჯაშუშის იარლიყის მიწებება ადამიანის განადგურებასა და ჩაგვრას ემსახურება და თუ ახლა ხმას არ ამოვიღებთ, მერე გვიან იქნება.”– წერს ირმა ინაშვილი.

სხვა სიახლეები:

დღეს, პარლამენტის უკან აქციას: “არა რუსეთის აგენტებს”  “ელენე, იგივე ლЯკა ხოშტარია” ხელმძღვანელობს – სტუდია “ობიექტივის” ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

 

სომხეთის პოლიციის კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობის შედეგად გამოვლინდა მოქმედი 270-მდე უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტი – დავით ქართველიშვილი

Cesko