ჩეხეთში მოსახლეობამ მთავრობის პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა

0
1001
35 Views

პრაღაში ათასობით ადამიანი მთავრობის პროდასავლური პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩეხეთის დედაქალაქში ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა პრორუსული ოპოზიციური პარტიის ათასობით მხარდამჭერმა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო დახმარება გააკრიტიკა.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა PRO-ს მიერ, რომელიც არის ნაციონალისტური, პრორუსული და ანტიდასავლური ხაზის მიმდევარი.

საინფორმაციო სააგენტო CTK-ს მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას აქციის ორგანიზატორი პარტიის ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა განაცხადა, ჩეხეთმა ვეტო უნდა დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას. ამასთან მან დადებითად შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის  პოლიტიკა. რაიხლი ასევე გამოვიდა ბრიუსელის საპირწონედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ალიანსის შექმნის ინიციატივით.

სხვა ახალი ამბები:

ვიდეო – სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომს აშშ აწარმოებს

“ჯანსუღის უხერხული ხუმრობა გამახსენდა…” – რა სახალისო პოსტს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი

🎥როგორ მღეროდა წლების წინ ლიზა ჩიჩუა – ბევრისთვის უცნობი ვიდეო

(ფოტო) “ულამაზესი ეზო და სახლი..” – ნახეთ როგორ სახლში ცხოვრობს საქართველოში ხვიჩა კვარაცხელია

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

“გარდაიცვალა უნიჭიერესი ადამიანი, ნამდვილი ლეგენდა..” – რა სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

Cesko