“რამოდენიმე შეკითხვა დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს” – ხათუნა ხოფერია

0
5060
51 Views

“რამოდენიმე შეკითხვა დიმიტრი ანატოლის- ძე მედვედევს” – ამის შესახებ პოეტი ხათუნა ხოფერია წერს.

“კითხები( Дмитрий Анатольевич Медведев) დიმიტრი ანატოლის-ძე მედვედევს!რომელიც, 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო!
უცნაურად, “სწორ ადგილზე“ იფეთქა საქართველოს თემამ რუსეთის უშიშროების სანჭოს მდივნის- დიმიტრი მედვედევის რიტორიკაში. მხოლოდ პოლიტიკური ანალიზით და ფაქტების ექსკურსით რომ შემოფარგლულიყო დიმიტრი ანატოლევიჩი, დიდად არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ… აი, საყვედურებისა და, მით უფრო, მუქარის გახსნილმა ტექსტმა კი დამაფიქრა! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთთან შეერთების ფაქტით დაქადნებამ, დნრ- ისა და ლნრ-ის ისტორია გამახსენა. გამახსენა რვაწლიანი ომი და ათასობით ჩახოცილი ბავშვი დონეცკოს ოლქში… რვაწლიანი სრული დუმილი რუსეთის მხრიდან და ამერიკა – ევროპასთან მიმდინარე ვასვასი ამ ფონზე. გამახსენა რუსეთის მხრიდან დაუსრულებელი ვაჭრობა ნატოს გაფართოების შეჩერების მიზნით და დონეცკ- ლუგანსკის გამოყენება სავაჭრო “ტავარად”… ცხადია, კოსოვოც გამახსენდა, მაგრამ ეგ მერე იყოს… რა უნდა დიმიტრი მედვედევს?! ვის წისქვილზე ასხამს წყალს?! რომელი რუსეთის სახელით ავრცელებს პროვოკაციულ განცხადებებს?! რატომ ემთხვევა მისი პოლიტიკური მიზნები საქართველოს შიდა მტრების, ე.წ. ოპოზიციის და საქართველოს “ პარტნიორების” მიზნებს?!… ჩემმა კითხვებმა თუ გაურკვევლობა გამოიწვია, სჯობს, პირდაპირ მოვმართო ადრესატს და ვცადო, გავერკვეთ, რა ახალ უბედურებაში მიაქანებენ რუსეთს.
რამოდენიმე შეკითხვა დიმიტრი ანატოლის- ძე მედვედევს!
1. იცით თუ არა, დიმიტრი ანატოლევიჩ, რომ საქსრთველოს მტრად ქვეული პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას აპროტესტებენ და თბილისის ცენტრში მოლოტოვის კოკტეილებს ისვრიან, რომელნიც რუს ტურისტებს ქუჩებში ამუნათებენ და რუსოფობიას გეგმაზომიერად აღვივებენ, რუსეთიდან წამოსული ფულითაც ფინანსდებიან?! დიახ, რუსული ფულით! ამიტომ, უფრო უპრიანი ხომ არ იქნება, რომ თქვენ, როგორც ამ ფაქტით შეშფოთებულმა უშიშროების მდივანმა, შეისწავლოთ და ოფიციალურად გვამცნოთ, ვინ და რა ფულს რიცხავს ელენე ხოშტარიას ( ოპოზიციის ლიდერი, ანტირუსული და ანტიქართული პოლიტიკური კამპანიის ერთ- ერთი ხელმძღვანელი) ოჯახის ანგარიშებზე?… არის თუ არა ეს უზარმაზარი თანხა სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი და რომელ თეატრებში გამოიყენეს ამ დიდი მხატვრის თეატრალური კოსტუმები ბოლო წლებში? ასევე, იქნებ შეისწავლოთ და ოფიციალურად მოგვაწოდოთ მასალა კობა ნაყოფიას (ოპოზიციის ფლაგმანის – ნაცმოძრაობის გენმდივანი) რუსეთში, კერძოდ კი, “რუსულ ოქროში” საქმიანობის შესახებ? მის წილებზე და დამსახურებაზე რუსეთის წინაშე.
2. ძალზედ დაგვავალებთ, თუ გაერკვევით და გვეტყვით, ვისი მოთხოვნით ხორციელდება რუსეთში არსებული და კარგად გამოკვებილი ლიბერასტულ- გლიბალისტური ორგანიზავიების “ელცინის ცენტრი”, გორბაჩოვის ფონდი”, “კარნეგის ცენტრი” და სხვა მრავალის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მტრების – ქართული ოპოზიციისა და ევრო-ამერიკელი პოლიტტექნოლოგების ხელშეწყობა და გამზადებული პროექტების საქართველოში ექსპორტი! სხვათა შორის, ბოლო 30 წლის მანძილზე… დიახ, რუსეთიდან საქართველოში ექსპორტი – ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიადამიანური პროექტების!
3. გთხოვთ, განგვიმარტოთ და კარგად აგვიხსნათ, თუ რატომ დაემთხვა თქვენი განცხადება აფხაზეთ-ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ, ამერიკა-ევროპის და ქართული, მტრად ქცეული ოპოზიციის ( ნიკა გვარამიას გამცხადება) მხრიდან ამ დღეებში გაკეთებულ მოთხოვნებს: კერძოდ, თუ საქართველო უარს იტყვის თავის ყიფილ ავტონომიებზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე მოხდება მისი გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. მე, პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენმა ამ განცხადებამ, სერიოზულად გაამაგრა და ფასი შემატა ქართველი ხალხისთვის არაფრისმთქმელ და მიუღებელ, ასე ვთქვათ, უკვე ჩავარდნილ პროექტს!
4. დიმიტრი ანატოლევიჩ, ვის წარმოადგენთ თქვენ? რაში დაგჭირდათ ამ თემის უტრირება და წამოწევა? დავიჯერო, ვლადიმერ პუტინისთვის გინდოდათ გეჩვემებინათ თქვნი შემართება? დავიჯერო, მას ასეთ იდიოტად მიიჩნევთ?!… დავიჯერო, იმედი გაქვთ, რომ ახალი მსოფლიოს მოდელში, სადაც მრავალპოლუსიანობა, სამშობლო, ოჯახი და ღმერთი დომინირებს, თქვენი ამ მდაბიო პროვოკაციით რაიმეს შეცვლით?
5. რუსეთს მიხედეთ, ბატონებო, რუსეთს! რუსოფობიური განცხადებები ამოწმეთ თქვენ “ელიტაში”. უშველეთ ცემტრობანკს, რომელიც სულაც არ არის რუსული. დაასრულეთ ლიბერალ- გლობალისტური დაღუპვა თქვენი სახელმწიფოსი! მოეშვით თამაშს და მანიპულაციებს! პირდაპირ გვიპასუხეთ კითხვებზე, რომელიც ასე სჭირდება მშვიდობიან მსოფლიოს!
აუცილებლად ვთარგმნი და რუსულ ტექსტსაც დავდებ, ჩემო მეგობრებო!” – წერს ხოფერია.

უახლესი ამბები:

„ასე მგონია, რომ ამ ადამიანის წინაშე მთელი სამყარო დამნაშავეა… არ ვიცი, თვალებში როგორ შევხედო, ან გვერდით როგორ დავუდგე“ – იაკობ ჯანგავაძე

“სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები მიდიან”- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიანა ღურწკაია ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა

„დიახ, არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს” – რას წერს ცნობილი ვიდეოს შესახებ ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე?

ბათუმში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი ნახეს! – ირაკლი მარტვილიდან ბათუმში სამუშაოდ იყო ჩასული…

ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“

(ვიდეო) ბათუმში სანაპიროსთან რაღაცამ ამოხეთქა – იხილეთ უცნაური კადრები

(ვიდეო) ბათუმში სანაპიროსთან რაღაცამ ამოხეთქა – იხილეთ უცნაური კადრები

(ვიდეო) უმძიმესი კადრები: შოვში ტრაგიკულად დაღუპული დედა და სამი შვილი დაკრძალეს

“გვიკვირს რომ აფხაზები და ოსები ორჭოფობენ დედა-საქართველოსთან დაბრუნებას? გაგახსენოთ რას ხედავენ ენგურს იქით?…”- ლალი მოროშკინა

Cesko