მომღერალი დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ გამოჩენასა და პრესასთან კონტაქტზე უარს აცხადებს. თუმცა, ორი დღის წინ ჟურნალისტებთან საჯარო კომენტარი მაინც გააკეთა.
საქმე ცნობილი იტალიელი შემსრულებლის, ტოტო კუტუნიოს გარდაცვალებას ეხება. დიანა ემოციებს არ მალავდა. ის პირადად იცნობდა გარდაცვლილ მომღერალს და ერთადაც მდგარან სცენაზე ჰიტის Solo Noi (“მხოლოდ ჩვენ”) შესრულებისას.
„სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები მიდიან. ტოტო კუტუნიო ჩემთვის ლეგენდა იყო და ასეთად დარჩება. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი ოსტატობით, მაყურებელთან კონტაქტის დახვეწილი უნარით. მქონდა პატივი მასთან ერთად გამოვსულიყავი იმავე სცენაზე. მასთან მუშაობა შესანიშნავი სკოლა იყო, წარმოუდგენელი გამოცდილება. ის შეუცვლელი დანაკარგია მუსიკის სამყაროსთვის. საოცარი ადამიანი იყო, ეს არის გენიოსი და არის ლეგენდა“, – აღნიშნა დიანა ღურწკაიამ.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თავის საქმეებს აგვარებს“, თუმცა რაიმე დეტალის გაზიარება არ ისურვა.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე თემაზე:
https://split.spnews.io/ka/archives/175111
„ღამღამობით მესიზმრებოდა დედა“ – დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში
გადავიდა თუ არა დიანა ღურწკაია საცხოვრებლად აფხაზეთში? – რას აცხადებს მომღერლის ძმა
„გთხოვთ გაიგოთ რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის“ – დიანა ღურწკაიას ვაჟი მიმართვას ავრცელებს
კადრები სხვა “მძიმე” დეტალები დიანა ღურწკაიას ქმრის დაკრძალვიდან
დიანა ღურწკაიას ქმარი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა