უკვე რამდენიმე დღეა რუსული მედია დიანა ღურწკაიას მეუღლის პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ წერს. ქართული წარმომავლობის მომღერლის მეუღლე, პროფესიით იურისტი, რუსეთის უმაღლესი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ. იგი გარდაიცვალა კუბადან მოსკოვში დაბრუნდების დროს, თვითმფრინავში. “46 წლის პიოტრის სიკვდილმა გააკვირვა ყველა, ვინც მას იცობდა”, – წერს რუსული მედია.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დიანას დეპრესია დაეწყო, ოჯახის თხოვნის შემდეგ კი მან მოსკოვი დროებით დატოვა. კუჩერენკოს გარდაცვალების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მისმა მეუღლემ და ახლობლებმა მიიღეს, რომლებიც მომღერლის სახლში შეიკრიბნენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ღურწკაიას მხარს უჭერენ და თანაუგრძნობენ.
“დიანა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონზე მისმა ძმამ, რობერტმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა “დავიღუპეთ“. შემდეგ კი გავიგე დიანას ტირილის ხმა. მას გული ძალიან სტკივა“, – ამბობს მედიასთან ოჯახის ახლობელი.
“მამაჩემი გარდაიცვალა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო”: დიანა ღურწკაიას და პიოტრ კუჩერენკოს ვაჟი ბოროტ კომენტარებზე საუბრობს“, – ამ სათაურით აქვეყნებს thevoicemag.ru მორიგ სტატიას, სადაც მომღერლის ვაჟის კომენტარს ვკითხულობთ.
”მინდა გითხრათ არც თუ ისე კარგი ამბავი ჩემი ოჯახის შესახებ. 20 მაისს მამა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა იყო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვინც მომწერა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ყველა. დააფასეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და უთხარით, რომ გიყვართ. დააფასეთ მათთან ერთად ყოველი წამი, ცხოვრება სასტიკი რამ არის. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს”, – ციტირებს გამოცემა დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთადერთი ვაჟის, კონტანტინეს სიტყვებს.
ბიჭი ადრეული ასაკიდანვე მიჩვეული იყო დამოუკიდებლობას და დედას ყველაფერში ეხმარებოდა. კონსტანტინემ წარმატებით დაამთავრა მუსიკალური სკოლა. ის ხშირად თან ახლავს დედას ფესტივალებზე. ახლა მოზარდი დიანასთან ერთად მონაწილეობს შოუში “ორი ვარსკვლავი“.
რუსეთის სახალხო არტისტის ვაჟი თავის ბლოგში წერს, რომ ინტერნეტში მამის მიმართ სიძულვილის შემცველი სტატიები და კომენტარები წაიკითხა.
“ინტერნეტში წავიკითხე სხვადასხვა სტატიები, ვნახე ბევრი გაბრაზებული კომენტარი. რეალურად, იმის თქმა მინდა, რომ როგორც არ უნდა მოეჩვენოს ბევრს, ის ჩემთვის საუკეთესო მამა იყო და ასეც დარჩება. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის აზრს. გთხოვთ გაიგოთ, რომ ეს ჩემთვის ადვილი არ არის. მთელი ჩემი ოჯახი ძალიან ღელავს და ეს კიდევ უფრო მაწუხებს. არ გისურვებთ ასეთ ბედს, გულწრფელად. მე ჯერ არ ვარ 16 წლის და სამწუხაროდ, უკვე დავკარგე მამა”, – წერს მომღერლის ვაჟი.
კონსტანტინემ მამასთან ერთად გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა, რომელიც უკანასკნელად გადაიღეს ერთად. მომღერლის ქმარს, ოთხშაბათს, 24 მაისს დაკრძალავენ.
წყარო: ambebi.ge