25 Views
ბატონო იუსტიციის მინისტრო!
ვის, თუ არა თქვენ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ქრომატოგრაფიული, იმუნო-ფერმენტული ექსპერტიზისთვის ბიოლოგიური მასალის აღებას ბრალდებული/ განსასჯელი/მსჯავრდებული პირისგან, გააჩნია მკაცრი რეგლამენტაცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საკვლევი მასალა იღება ორ თანაბარ-ტოლ ოდენობად, ხდება მისი დალუქვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, რომელსაც შესაბამისი წესით, ხელმოწერით ლუქზე, ადასტურებენ დაინტერესებული საპროცესო მხარეები, რითაც აზღვევენ საკვლევ ბიოლოგიურ მასალას შესაძლო ფალსიფიკაციისგან და შესაბამისად იცავენ მტკიცებულებას შესაძლო ხელყოფისა და მისით მანიპულაციებისგან!!!
ჩვენ, საზოგადოება, ორი დღეა თვალს ვადევნებთ უპრეცედენტო შემთხვევას, რაც უკავშირდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან შემდგომი ექსპერტიზისთვის განკუთვნილი ბიოლოგიური მასალის აღების ფაქტს, მის მიერვე მოწვეული საერთაშორისო (პოლონელი) ლიცენზირებული ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, რა დროსაც ერთ -ერთმა მათგანმა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის უხეში დარღვევით, წინასწარი განზრახვითა და შეცნობით, კონკრეტული მოტივითა და შედეგზე გათვლით, გარდა სათანადო წესით მოპოვებული და დალუქული ბიოლოგიური მასალის აღებისა მსჯავრდებულ სააკაშვილისგან, მისგანვე, ფარულად, დადგენილი წესის გვერდის ავლით მოიპოვა დამატებითი ოდენობის ბიოლოგიური მასალა და შეეცადა პენიტეციური სისტემის რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომლებისგან მალულად გამოეტანა გარეთ , რითაც აშკარად ჩაიდინა დანაშაული, დაკავშირებული მტკიცებულების ფალსიფიკაციასთან!
ეს დღეებია, ჩვენ ვისმენთ აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ შეფასებასა და დიპლომატიურ აღშფოთებას, გამოხატულს პოლონეთის ელჩის წინაშე და საერთოდ არაფერი გვესმის საქმის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვაც კი არ თქმულა თქვენი უწყებისა და პროკურატურის მხრიდან, გვაქვს თუ არა სახეზე სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც შედეგობრივად საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო დისკრედიტაციისა და შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციისთვის უნდა შეეწყო ხელი!!!
დაბეჯითებით გთხოვთ, მიეცით პოლონელი ე.წ. ექსპერტის ქმედებას სამართლებრივი შეფასება და მიანიჭეთ შესაბამისი კვალიფიკაცია!!
P.S. ეს რომ ადგილობრივ ექსპერტს ჩაედინა, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ უშფოთველად მიაბრძანებდით იქ, სადაც ჯერ არს!..
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი