თურქეთში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად ჩრდილი, დააკავეს

0
584
24 Views

თურქეთში პოლიციამ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად ჩრდილი დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ის რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ჩიხლაძე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩიხლაძე რუსეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მას რუსეთში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის მკვლელობები.

თურქული მედია აღნიშნავს, რომ ჩიხლაძე თურქეთში მანამდე უკვე ორჯერ იყო დაკავებული.

Cesko