“ქალი რომ ჩანს კადრში, სანდრო გირგვლიანის დეიდა აღმოჩნდა”- წერს POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე, რომელმაც ვანო მერაბიშვილის ცემის ვიდეოკადრები გაავრცელა სოციალურ ქსელში.
შემთხვევა 2023 წლის 2 იანვარს, ვაკეში, აფთიაქში მოხდა. ვიდეოში ჩანს ვანო მერაბიშვილი და მის გვერდით მდგომი ქალი, რომელიც, ნათია ბერიძის ცნობით, სანდრო გირგვლიანის დეიდაა.
ვინ არის „უცნობის“ სიძე გიგიშა შარაშიძე, რომელმაც ვაკეში ვანო მერაბიშვილი სცემა – რა აკავშირებდა მას ბუტა რობაქიძესთან? (ფოტოები)
მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ სიძემ – გიგიშა შარაშიძემ ყოფილი შს მინისტრი – ვანო მერაბიშვილი სცემა. დაპირისპირების დროს გაქცეულ მერაბიშვილს, მან წიხლი ჩაარტყა. აღნიშნულ ფაქტს თავად შარაშიძე ადასტურებს.
„დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას”, – განაცხადა შარაშიძემ.
საზოგადოების ყურადღება ამ პიროვნებამ ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე მიიპყრო, რომ „უცნობის” სიძე გახდა, შემდეგ კი 2017 წელს პრემიერ-მინისტრ – გიორგი კვირიკაშვილს სიმამარის გამო დაუპირისპირდა.
იგი ასევე ბუტა რობაქიძის ბავშვობის მეგობარია.
„მე და ბუტა რობაქიძე ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ჩემი კარის მეზობელი იყო. როცა მის საფლავზე მივდივარ, ვხედავ, რომ ბავშვია – 17 წლის იყო. ჩემს თვალწინ მოკლეს ადამიანი, რომელიც პირველი მეგობარი იყო. ჩემში იდეალების ნგრევა ბუტას სიკვდილიდან დაიწყო…” – ამბობს გამოცემა „სარკესთან” საუბრისას შარაშიძე.
„უცნობის” ქალიშვილმა ირინამ, გიგიშა შარაშიძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი – ილია ჰყავს, რომელიც ბაბუასთან დიდ დროს ატარებს ხოლმე.
რაც შეეხება თავად ირინას – დიზაინერია და ძვირად ღირებულ სამკაულებს ამზადებს. აშკარაა, რომ უცნობს სიძესთან გადასარევი ურთიერთობა აქვს. გაჩეჩილაძეები ხშირად ატარებენ დროს საგურამოს აგარაკზე, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება.”
„პირველი სამი წელი კლასელები ვიყავით, მაგრამ არ მახსოვდა. მოგვიანებით, საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. მერე მიტინგებზეც ვხვდებოდით. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. გიას სიძე 21 წლის ასაკში გავხდი. ჩვენ გვყავს ილია, ღმერთმა ისურვა და ქორწინებიდან 6 წლის მერე მოგვცა შვილი”, – ამბობს გამოცემა „სარკესთან” საუბრისას შარაშიძე.
დაიჯესტი