კურტ ვოლკერის განცხადებით, არა უკრაინა, არამედ ნატო არ არის მზად ალიანსში უკრაინის მისაღებად

0
252
24 Views

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენლმა კურტ ვოლკერმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის პოზიცია გააკრიტიკა.

ამერიკელი დიპლომატი CNN-სთვის მიცემულ ჯო ბაიდენის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბაიდენმა თქვა, რომ ომის მიმდინარეობის დროს უკრაინის ნატოში მიღება ნიშნავს ალიანსის ომს რუსეთის ფედერაციასთან.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ეს არ არის ის, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოს წევრობისთვის, პირიქით, ნატო  არ არის მზად უკრაინის მისაღებად“, – აღნიშნა დიპლომატმა.

Cesko