ვინ არის „უცნობის“ სიძე გიგიშა შარაშიძე, რომელმაც ვაკეში ვანო მერაბიშვილი სცემა – რა აკავშირებდა მას ბუტა რობაქიძესთან? (ფოტოები)

0
13393
53 Views

მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ სიძემ – გიგიშა შარაშიძემ ყოფილი შს მინისტრი – ვანო მერაბიშვილი სცემა. დაპირისპირების დროს გაქცეულ მერაბიშვილს, მან წიხლი ჩაარტყა. აღნიშნულ ფაქტს თავად შარაშიძე ადასტურებს.

„და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ჩემსა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის აფ­თი­აქ­ში. და­პი­რის­პი­რე­ბა­საც ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან გა­იქ­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია, მე ჩავ­თვა­ლე თავი ვალ­დე­ბუ­ლად. არც გა­მო­ძი­ე­ბას ვე­მა­ლე­ბი და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ. თუ სა­ჭი­რო გახდა, და­ნარ­ჩენ­ზე პა­სუხს გავ­ცემ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. და­ნარ­ჩე­ნი, თუ ცოტა მა­ინც ვაჟ­კა­ცო­ბა შერ­ჩე­ნია, თვი­თონ თქვას”, – განაცხადა შა­რა­ში­ძემ.

საზოგადოების ყურადღება ამ პიროვნებამ ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე მიიპყრო, რომ „უცნობის” სიძე გახდა, შემდეგ კი 2017 წელს პრემიერ-მინისტრ – გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს სიმამარის გამო და­უ­პი­რის­პირ­და.

იგი ასევე ბუტა რობაქიძის ბავშვობის მეგობარია.

„მე და ბუტა რო­ბა­ქი­ძე ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო. როცა მის საფ­ლავ­ზე მივ­დი­ვარ, ვხე­დავ, რომ ბავ­შვია – 17 წლის იყო. ჩემს თვალ­წინ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი იყო. ჩემ­ში იდე­ა­ლე­ბის ნგრე­ვა ბუ­ტას სიკ­ვდი­ლი­დან და­ი­წყო…” – ამბობს გამოცემა „სარკესთან” საუბრისას შარაშიძე.

„უცნობის” ქა­ლიშ­ვილ­მა ირი­ნამ, გი­გი­შა შა­რა­ში­ძე­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნა. წყვილს ერთი ვაჟი – ილია ჰყავს, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ას­თან დიდ დროს ატა­რებს ხოლმე.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ირი­ნას – დი­ზა­ი­ნე­რია და ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებს. აშ­კა­რაა, რომ უც­ნობს სიძესთან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ დროს სა­გუ­რა­მოს აგა­რაკ­ზე, სა­დაც მთელი ოჯა­ხი იკ­რი­ბე­ბა.”

„პირ­ვე­ლი სამი წელი კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ არ მახ­სოვ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი. მერე მი­ტინ­გებ­ზეც ვხვდე­ბო­დით. ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო და სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. გიას სიძე 21 წლის ასაკ­ში გავ­ხდი. ჩვენ გვყავს ილია, ღმერ­თმა ისურ­ვა და ქორ­წი­ნე­ბი­დან 6 წლის მერე მოგ­ვცა შვი­ლი”, – ამბობს გამოცემა „სარკესთან” საუბრისას შარაშიძე.

დაიჯესტი

Cesko