ძალიან მძიმე სანახავი იყო – წილოსანი პრაიდის ფესტივალის ჩაშლაზე

0
1219
22 Views

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას მეორე დღეს გამოეხმაურა.

ერთწინადადებიან Facebook-ის პოსტში წილოსანმა ფესტივალის ჩაშლას „მძიმე სანახავი“ უწოდა.

„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ,“ – დაწერა წილოსანმა Facebook-ზე.

მოგვვიანებით წილოსანმა ამავე პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ საქართველოში ღირსეულად უნდა ატარონ როგორც ქვეყნის, ასევე რწმენის ტრადიციები.

„მეგობრებო, სათითაოდ ვერ გიპასუხებთ , მაგრამ თხოვნა მაქვს დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადოვრივი? ის რომელიც კანონებით კი არა ემოციებით იმართება? სხვა ადამაინებს არ ვაძლევთ უფლებსს იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? იმის გათვალისწინებით რომ არ ლახავენ ჩვენს უფლებებს? მგონი სულ სხვა ტრადიციების ქვეყანა გადმოგვილოცეს წინაპრებმა – ტოლერანტული, მამაცი და სამართლიანი .. არასდროს ისტორიაში განსხვავებული მოცემულობის გამო ადამიანები არ დაგვიჩაგრავს, ამიტომ ღირსეულად ვატაროთ როგორც ქვეყნის, ასევე რწმენის ტრადიციები !!“ – წერს წილოსანი.


პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

Cesko