„უკრაინა მსხვერპლია საკუთარი უგუნურების!“ – რას წერს დემურ გიორხელიძე?

0
1168
19 Views

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„აი, რამდენად ზუსტი იყო ჩემი მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ:

უკრაინა ინსტრუმენტია რუსეთის წინააღმდეგ და არა მხოლოდ: მე ისიც სწორად გავაანალიზე, რომ ევროპაში თანამშრომლობა ადგილს უკარგავს აშშ-ს

ევრაზიის უზარმაზარ კონტინენტზე! ასე, რომ უკრაინა – ეს მსხვერპლია საკუთარი უგუნურების! დანარჩენი იხილეთ ამ უსერიოზულეს გამოცემაში! 51 ენაზე იბეჭდება ეს მასალა მთელ მსოფლიოში! მხოლოდ გონებჩლუნგს შეუძლია დასწამოს ამ გამოცემას რაიმე სიმპათია რუსეთისადმი. ასეა! რეალობას თუ ვერ ხედავ, ვერც ვერასდროს მიხვდები, თუ რა ხდება!

მცირე ა მ ო ნ ა რ ი დ ი სტატიიდან: “უკრაინის კრიზისს არაფერი აკავშირებს უკრაინასთან. საუბარია გერმანიაზე, და ნაწილობრივ, მილსადენზე, რომელიც გერმანიას რუსეთთან აერთებს. სახელწოდებით “ჩრდილოეთი ნაკადი – 2”. ვაშინგტონი მილსადენში ხედავს ევროპაში საკუთარი პირველობის საფრთხეს და ყოველ ნაბიჯზე ცდილობს მოახდინოს ამ პროექტის საბოტაჟი”… ომი სხვისი ხელით და კავშირების ჩაჭრა, – ეს უკვე ტექნიკის საქმეა!

p.s. ასეა! დაპირისპირებას დიდ ქვეყნებს შორის ყოველთვის ინტერესები, რესურსები და პოლიტიკური გავლენები უდევს! სხვა ყველაფერი ტექნოლოგიაა ამის მისაღწევად! უკრაინა ამ ტექნოლოგიის ნაწილია! უკვე მესამედ იშლება რუსეთ-გერმანიის კავშირი: პირველი დიდი შეთანხმება ვილჰელმ II და ნიკოლოზ II შორის ბრწყინვალედ ჩაშალეს ბრიტანეთის აგენტებმა გერმანიის იმპერატორისა და რუსეთის მეფის კარზე! მე-20 საუკუნეში ზუსტად იგივე განმეორდა! ახლაც იგივე ხდება!“ – წერს გიორხელიძე.

Cesko