დომენიკ მანგო თეა წულუკიანს: ,,მაგარი ბანძი ქალი ხარ!”

0
794
28 Views

,,უკრაინა, სამწუხაროდ, გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად” – კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ამ განცხადებას ეხმაურება ბლოგერი დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა. დომენიკ მანგო წერს:
,,თქვენ ასეთი განცხადებებით შეურაცხყოფთ იმ ადამიანებს, ვინც რუსი ჯარისკაცებისგან ჯერ აფხაზეთის ომში, შემდეგ კი 2008 წლის ომში ოჯახის წევრები დაკარგა.
პირადად მე მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენ ,,კრიმინალებს” უწოდებთ და მერწმუნეთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რაც მათ აქვთ ცხოვრების მანძილზე გამოვლილი რუსეთის გამო.
ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ამ განცხადებას არა როგორც მოქალაქე, არამედ როგორც მთავრობის წევრი ავრცელებთ? დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი ტიპის განცხადებები ყოველი მათგანისთვის.
ნუ გადაიკიდებთ ამ ადამიანებს, ისედაც ჰყოფნით საკუთარი სიმწარე. ჭკვიანი ქალი ხართ და გაგონილი გექნებათ; ,,სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს” – ასე რომ, გაეცალეთ ამ თემას და მიხედეთ ,,კულტურის” სფეროს! უკან მიმაქვს, რაც შეგაქე. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, მაგარი ბანძი ქალი ხარ!”.

Cesko