“ადამიანის ქცევა იდეოლოგიის მომსახურე კრეტინად – ყველაზე დიდი მიღწევა ამ 30 წლისა” – დემურ გიორხელიძე

0
425
29 Views

მრუდე სარკეები ~ უმეცართა თავშესაფარი.
რეალობა ~ მრუდე სარკეში დანახული!
პოლიტიკა ~ მრუდეს სარკეში დანახული!
იდიოტი პოლიტიკური ლიდერები ~ ათასგზის გამრუდებულ სარკეში დანახული!

“ადამიანის ქცევა იდეოლოგიის მომსახურე კრეტინად – ყველაზე დიდი მიღწევა ამ 30 წლისა” – დემურ გიორხელიძე

სახელმწიფო ~ მრუდე სარკეში დანახული!
საკუთარი მომავალი ~ მრუდე სარკეში დანახული!
მიმდინარე მსოფლიო კრიზისი ~ საკუთარი შიზოფრენიული თვალთახედვიდან დანახული, რომელიც ახლოა დეგენერაციასთან და გონებადამთხვეულობასთან,
რომელსაც მრუდე სარკე მხოლოდ აძლიერებს!
ადამიანის ქცევა იდეოლოგიის მომსახურე კრეტინად, –
ყველაზე დიდი მიღწევა ამ 30 წლისა, –
მაგრამ ტექნოლოგიამ საქართველოში ვერ იმუშავა ისე,
როგორც სურდათ: ტექნოლოგიის ზეგავლენას საკმაო,
მაგრამ არამნიშვნელოვანი რაოდენობა დაექვემდებარა, –
ეს წლებია მედიის საშუალებებზე კონტროლი წარმოაჩენს,
თითქოს, ეს ნაგავი ძლიერია და დიდია რაოდენობისა!
არა!
საღი საქართველო გადარჩენილია!
სახელმწიფოზე უარისმთქმელი ქართველი ქართველი არ
არის, – განვითარებას მხოლოდ სახელმწიფოში შიდა ანუ
ე.წ. ენდოგენური პროცესები განაპირობებს, –
განათლება და ცოდნა განავითარებს და არა
პროვინციალიზმი და “ორიენტაციული” ხუნტრუცი
არაფრისმაქნისი ხალხისა, რომლებსაც ისე აქვთ
დაზიანებული ფსიქიკა, ადამიანური საუბრის უნარიც კი
დაკარგული აქვთ!
ნაგავი გასატანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური
ავანსცენიდან, სანამ მას ქართულის სახელმწიფო
გაუტანია და ქართველი გაუტანია საქართველოდან!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko