სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კომენტარი გააკეთა თბილისში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე და მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინსპირირებული აქცია უწოდა. არძინბას განცხადება სააგენტო „სპუტნიკის“ ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა.
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მორიგი მცდელობა. ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს, ბლოკავენ ქუჩებს და აგრესიული ქმედებების სხვა მეთოდებს მიმართავენ. „მათ ზუსტი ინსტრუქციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ“ – განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული როლი ამ ღონისძიებების მომზადების დროს.
არძინბას თქმით, დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აკვირდება მოვლენებს და მუდმივ კონტაქტზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების სამსახურთან.
„ჩვენს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის და აფხაზეთის შესაბამისი ქვედანაყოფები საიმედოდ იცავენ. ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის სტაბილურობა შენარჩუნებული უნდა იყოს“, – განაცხადა ინალ არძინბამ.