52 Views
„მოსკოვს მოლოდინის აქვს, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაცია“ უახლოეს მომავალში დასრულდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რითაც მან ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში ნათქვამი თავისივე ფრაზები განმარტა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში „ოპერაცია“ დასახულ მიზნებს მიაღწევს და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებით დასრულდება. არსებითი სამუშაო მიმდინარეობს როგორც „ოპერაციის“ წინსვლის ასევე იმ მომლაპარაკებლების მხრივ, რომლებიც პროცესში არიან ჩართული“, – აცხადებს პესკოვი.