რობერტ კენედი უმცროსი – როგორც პირველი ნაბიჯი, აშშ-მა შეიძლება დაიწყოს თავისი ბირთვული იარაღის ამოღება გერმანიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან…

0
232
54 Views

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედი უმცროსის განცხადებით, რუსეთმა ბელარუსში არ უნდა განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი და როგორც პირველი ნაბიჯი, შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღის ამოღება შეიძლება დაიწყოს გერმანიიდან, იტალიიდან და ბელგიიდან.

„მოდით, შევცვალოთ ესკალაციის მანკიერი ციკლი მშვიდობის მშენებლობის ციკლით. სენატორებმა ლინდსი გრეჰემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა ახლახან გამოსცეს რეზოლუცია, სადაც საუბარია ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე.

ვეთანხმები, რომ რუსეთმა უნდა ამოიღოს ეს იარაღი და როგორც პირველი ნაბიჯი, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაიწყოს თავისი ბირთვული იარაღის ამოღება გერმანიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან, ახალ სარაკეტო ბაზებთან ერთად რუმინეთსა და პოლონეთში“, – წერს ტვიტერზე კენედი.

 

Cesko