კიმ ჩენ ინი შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

November 19, 11:29
0
216

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საჯაროდ შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გოგონა, რომელსაც, სავარაუდოდ, კიმ ჩუ აე ჰქვია, მამას თან ახლდა ქვეყნის ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირადი ცხოვრების ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მისი პირველი შვილი 2010 წელს დაიბადა. 2013 წელს ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებულმა ყოფილმა კალათბურთელმა დენის როდმანმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს მეორე შვილი, გოგონა ჩუ აე შეეძინა. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მესამე შვილი შეეძინა.

Cesko