ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია

0
256
U.S. Secretary of State Antony Blinken gives a speech at the Helsinki City Hall, in Helsinki, Finland June 2, 2023. Lehtikuva/via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. NO THIRD PARTY SALES. NOT FOR USE BY REUTERS THIRD PARTY DISTRIBUTORS. FINLAND OUT. NO COMMERCIAL OR EDITORIAL SALES IN FINLAND.
20 Views

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

„კითხვა არ არსებობს. რუსეთი დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„იქ, სადაც პუტინი მიზნად ისახავდა ძალის დემონსტრირებას, მან გამოავლინა სისუსტე. სადაც ის ცდილობდა დაყოფას, იქ ერთიანობა შედგა. ის, რისი თავიდან აცილებასაც ცდილობდა, ის დააჩქარა“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.

Cesko