ჯონ კირბი: კონტრიერიშის განსახორციელებლად უკრაინის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილეთ

0
218
27 Views

აშშ-მა და მოკავშირეებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა უკრაინა კონტრიერიშისთვის მომზადებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„კონტრიერიშის განსახორციელებლად უკრაინის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილეთ. როდის დაიწყება კონტრიერიში, ეს უკრაინაზეა დამოკიდებული. დარწმუნებულები ვართ, რომ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა უკრაინა კონტრიერიშისთვის მომზადებულიყო“, – განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, საუბარია არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ჯავშანტექნიკასა და არტილერიაზე, არამედ საბრძოლო მასალაზე და სამხედროებიც მომზადებაზეც.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ უკრაინამ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

Cesko