55 Views
კრემლში არავის ეპარება ეჭვი, რომ „უკრაინაში სპეცოპერაციის“ ყველა დავალება შესრულდება , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლება. ოპერაცია გრძელდება და ის ამოცანები, რომელიც დგას, კარგად არის ცნობილი – ისინი უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ამაში ეჭვიც არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა პესკოვმა.